Skip to content
24/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან ჯაფარიძე: დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ამ ბრძოლის ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ დამთავრებას

marshal press 24/12/2024
levan japaridze

თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჯაფარიძემ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ხელისუფლებას, რომელიც დღეს დიდი სიმტკიცით იბრძვის იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც წლებია ცდილობენ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ ავანტიურაში ჩათრევას. მე დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ამ ბრძოლის ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ დამთავრებას. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, რომელიც ძალიან დიდი მოთმინებით უყურებს მიმდინარე მოვლენებს და ეს მოთმინება განპირობებულია იმით, რომ მათ აქვთ ნდობა იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც 26 ოქტომბერს დიდი უმრავლესობით აირჩიეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ნდობას მათ არ გავუმტყუნებთ, ქართველ ხალხს ზუსტად ისეთი მომავალი ექნება, როგორსაც დავპირდით“ , – განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.

დღესვე საკრებულოს წევრმა დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორმა პოლიტიკამ, სწორად დასახულმა პრიორიტეტებმა მათ მისცა საშუალება განეხორციელებინათ დედაქალაქისთვის ბევრი მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტი.

„მიხარია, რომ ამ ყველაფრის თანამონაწილე ვარ და გვეძლევა შესაძლებლობა მერთან, კახა კალაძესთან, ერთად განვახორციელოთ მნიშვნელოვანი პროექტები, მათ შორის ჩემს სამაჟორიტარო რაიონში, კრწანისში, გორგასლის გამზირზე, არსებული 300 არაგველის სკვერის პროექტი, რომელსაც მომავალ წელს დავასრულებთ“ , – აღნიშნა ლევან ჯაფარიძემ.

Post navigation

Previous: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, გოჩა სამუკაშვილთან ერთად დედოფლისწყაროს სათნოების სახლში გამართულ საახალწლო კონცერტს დაესწრო
Next: ლევან აბაშიძე: დღეს საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომელიც არავის მისცემს იმის საშუალებას, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის დემოკრატიული არჩევანი ვინმემ ეჭვქვეშ დააყენოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.