Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

El Pais: უკრაინას საზღვარგარეთ უკრაინელი მამაკაცებისთვის საკონსულო მომსახურებისა და დევნილების შემწეობის შეჩერება სურს

marshal press 24/12/2024
ukriana

უკრაინის ხელისუფლებას სურს, რომ საზღვარგარეთ არსებულმა მისმა საკონსულოებმა უკრაინელი მამაკაცებისთვის მომსახურება და დევნილების შემწეობის გაცემა შეაჩერონ. ინფორმაციას ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.

ამით უკრაინის ხელისუფლებას ომში გასაწვევი მამაკაცების სამშობლოში დაბრუნება უნდა. მედიის თანახმად, ომის დაწყების დღიდან უკრაინა ექვსიდან ათამდე მილიონმა უკრაინელმა დატოვა.

ამ ამოცანის შესასრულებლად უკრაინაში სპეციალურად ეროვნული ერთიანობის სამინისტრო შეიქმნა და პარლამენტში პირველი მოსმენით ორმაგი მოქალაქეობის აღიარების კანონიც კი იქნა მიღებული.

რაზუმკოვის ცენტრის სოციოლოგი ოლგა პიშჩულინა ამბობს, რომ ადამიანების დაბრუნება გარკვეული პირობების შესრულებაზეა დამოკიდებული, რომელთა ნაწილის განხორციელებაც ახლა შეუძლებელია. ეს ეხება უსაფრთხოების საკითხებს, ვინაიდან ომი ახლაც გრძელდება, ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაშის ხმა ისმის, რაც გარკვეულ რისკებს შეიცავს.

„საჭიროა აგრეთვე სტაბილური სიტუაცია ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობებით. ის, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს, ხარისხიან განათლების სისტემასა და ჯანდაცვას ელოდება“, – ამბობს პიშჩულინა.

Post navigation

Previous: გივი ჩხარტიშვილი: დარწმუნებული ვარ, გონიერებით, სიმტკიცით და ღირებულებებით გავაგრძელებთ ევროპისკენ ღირსეულ წინსვლას ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის
Next: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, გოჩა სამუკაშვილთან ერთად დედოფლისწყაროს სათნოების სახლში გამართულ საახალწლო კონცერტს დაესწრო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.