Skip to content
18/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გივი ჩხარტიშვილი: დარწმუნებული ვარ, გონიერებით, სიმტკიცით და ღირებულებებით გავაგრძელებთ ევროპისკენ ღირსეულ წინსვლას ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის

marshal press 24/12/2024
givi chxartishvili

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, გივი ჩხარტიშვილმა თბილისის მერს კახა კალაძეს მადლობა გადაუხადა დედაქალაქში გაწეული სამუშაოებისთვის, რომლებიც აკაკი წერეთლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას და დიღმის მასივში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახნას ეხებოდა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა მადლობა გადაუხადა პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს იმ სიმტკიცისთვის და ღირსებისთვის, რომელიც ქართველ ხალხს შეუნარჩუნეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა. მისი თქმით, ამ ყველაფერში განსაკუთრებული როლი კი ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს.

„ის ოთხი პოლიტიკური პარტია თუ რა პროცესებს ახორციელებს, ამას კარგად აფასებს ქართველი ხალხი. იმ დავალებებს, რომლებიც მოდის უცხოეთიდან, ვერ ასრულებენ ოპოზიციური პარტიები, რადგან მათი პოლიტიკა ქართველი ხალხისთვის მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, გონიერებით, სიმტკიცით და ღირებულებებით გავაგრძელებთ ევროპისკენ ღირსეულ წინსვლას ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

მიმდინარე სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ანგარიში წარადგინა, საკრებულოს დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ 2025 წლისთვის შესაძლებელი იქნება საცურაო აუზის რეაბილიტაციის პროექტის დაწყება დიღმის მასივის მესამე კვარტალში.

Post navigation

Previous: კახა კალაძე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ეუთო/ოდირის დასკვნის შეფასებაზე: ამ დასკვნის მიხედვით პირდაპირ, თეთრზე შავით წერია, რომ არჩევნები იყო მრავალპარტიული
Next: El Pais: უკრაინას საზღვარგარეთ უკრაინელი მამაკაცებისთვის საკონსულო მომსახურებისა და დევნილების შემწეობის შეჩერება სურს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.