Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კახა კალაძე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ეუთო/ოდირის დასკვნის შეფასებაზე: ამ დასკვნის მიხედვით პირდაპირ, თეთრზე შავით წერია, რომ არჩევნები იყო მრავალპარტიული

marshal press 24/12/2024
kakha kaladze

„რაც შეეხება ეუთო/იდირის დასკვნას, პირდაპირ, თეთრზე შავით წერია, რომ არჩევნები იყო მრავალპარტიული, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ჰქონდა შესაძლებლობა, გაეკეთებინა არჩევანი, პროცესი მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას, როდესაც მას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ჰკითხეს, რომლის მიხედვით საქართველოს ხელისუფლებამ ეუთო/ოდირის რეკომენდაციები უნდა შეასრულოს.

თბილისის მერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას, ორმხრივად ითანამშრომლოს ეუთო/ოდირის მხრიდან მოწოდებული რეკომენდაციების შესასრულებლად.

„არაფერი განსხვავებული, რაც იყო შუალედური დასკვნა, რაც იყო გაკეთებული განცხადებები არჩევნების შემდეგ. რეკომენდაციები რაც არის მოწოდებული, აქ საუბარია იმაზე, რომ ეუთო/ოდირი აპირებს თანამშრომლობას არჩეულ ხელისუფლებასთან და ამავდროულად, ჩვენც გამოვთქვამთ მზაობას ვითანამშრომლოთ და თუ კი რაიმე გასაუმჯობესებელია, ამ მიმართულებით მზად ვართ, ვიმუშავოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: ცესკოს განცხადება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ბრალდებებზე
Next: გივი ჩხარტიშვილი: დარწმუნებული ვარ, გონიერებით, სიმტკიცით და ღირებულებებით გავაგრძელებთ ევროპისკენ ღირსეულ წინსვლას ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.