Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა ზუსტად იცის მასზე, რას ფიქრობენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“. ჩუმი დაპირისპირება, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს, შენარჩუნებულია – გიორგი ვოლსკი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე

marshal press 24/12/2024
volski

სალომე ზურაბიშვილმა ზუსტად იცის მასზე, რას ფიქრობენ რადიკალურ ოპოზიციაში, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ რადიკალურ ოპოზიციაში დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რომელიც არჩევნების თარიღსა და ხელისუფლების ცვლილების საკითხებს უკავშირდება. საუბარია სოციალურ ქსელში პეტრე ცისკარიშვილის და ბაჩო დოლიძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტებზე, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილს პოზიციები და გეგმები დაუწუნეს.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიმართ რადიკალების დამოკიდებულება რეალურად არ შეცვლილა და მათი ყალბი ერთობა რევოლუციის მოწყობას ემსახურება.

„ჩუმი დაპირისპირება, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს, შენარჩუნებულია მაგრამ ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ უნისონი არსებობს. უნისონი არსებობს ერთის მხრივ სალომე ზურაბიშვილის, რომელიც უნდა წარმოჩინდეს, როგორც ადამიანი ვისი ხელებიც არ არის სისხლში ისე როგორც ნაცმოძრაობის. ადამიანი, რომელიც რაღაც მოლაპარაკებების გზას ადგას თითქოს. და მეორე მხრივ, ეს ალტერნატივა რასაც ჰქვია ნგრევა, რევოლუცია, ხელისუფლების ჩამოშლა და საქართველოს დაზიანება“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

Continue Reading

Previous: გიორგი ვოლსკი: სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტობის პერიოდში განხორციელებული შეწყალების აქტები კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით სერიოზულ ეჭვებს ბადებს
Next: გურამ მაჭარაშვილი: ხაზარაძე რაც მეტ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას გააკეთებს, მით უფრო დაჩქარდება მისი პოლიტიკიდან წასვლის პროცესი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025