Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტობის პერიოდში განხორციელებული შეწყალების აქტები კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით სერიოზულ ეჭვებს ბადებს

marshal press 24/12/2024
GIORGI VOLSKI

შეწყალება ჰუმანური აქტია და ყოველთვის მისასალმებელია, როცა გარკვეული საფუძველი გააჩნია, ადამიანი ჩადენილ დანაშაულს ინანიებს, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტობის პერიოდში განხორციელებული შეწყალების აქტები კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით სერიოზულ ეჭვებს ბადებს.

„შეწყალება ჰუმანური აქტია და ეს ყოველთვის მისასალმებელია, როცა მას გარკვეული საფუძველი გააჩნია, ადამიანი ჩადენილ დანაშაულს ინანიებს. რასაკვირველია, დანაშაულის ფორმასა და ზომას გააჩნია, მაგრამ როცა ეს კონკრეტული მიზნით ხორციელდება, მისასალმებელი არ არის. ვინც ახლა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა, მათ ვერ დავახასიათებ, მაგრამ ნებისმიერი შეწყალება, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა მისი პრეზიდენტობის პერიოდში განახორციელა, სერიოზულ ეჭვებს ბადებს მის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 23 დეკემბერს ცხრა მსჯავრდებული პირი შეიწყალა.

Continue Reading

Previous: სალომე ზურაბიშვილმა რესპუბლიკური საავადმყოფოს რემონტის პროცესში განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებისთვის გასამართლებული ირაკლი გვაზავა შეიწყალა
Next: სალომე ზურაბიშვილმა ზუსტად იცის მასზე, რას ფიქრობენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“. ჩუმი დაპირისპირება, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს, შენარჩუნებულია – გიორგი ვოლსკი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025