Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

BBC: ისრაელმა ისმაილ ჰანიეს მკვლელობა ოფიციალურად აღიარა

marshal press 24/12/2024
ismail hanisi

ისრაელმა დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობა ოფიციალურად აღიარა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბრიტანული ტელეარხის ცნობით, ეს განცხადება ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა გააკეთა. კაცმა ამის შესახებ სიტყვით გამოსვლისას თქვა, როდესაც პირობა დადო, რომ ისრაელის სამიზნე იემენში „ჰუსიტების“ ხელმძღვანელები იქნებიან.

„როგორც ეს გავაკეთეთ ჰანიესთან, [იაჰია] სინვართან და [ჰასან] ნასრალასთან თეირანში, ღაზაში და ლიბანში, ისე გავაკეთებთ ჰოდეიდასა და სანააში“, – ციტირებს BBC კაცს.

ისმაილ ჰანიე 31 ივლისს თეირანში მოკლეს. „ჰამასის“ წარმომადგენელი ირანში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის ინაუგურაციაზე იყო ჩასული. „ჰამასმა“ მომხდარზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა, თუმცა ისრაელი მკვლელობასთან კავშირს არ აღიარებდა.

Post navigation

Previous: ეუთო/ოდირის დოკუმენტი ჩვენთვის სამუშაო დოკუმენტია, ჩვენც მიგვაჩნია, რომ ამ დაფიქსირებული ხარვეზების ირგვლივ მაქსიმალურად მუშაობა არის ის სივრცე, სადაც უნდა გაგრძელდეს ჩვენი თანამშრომლობა ეუთოსთან – ნინო წილოსანი
Next: მესამე ქვეით ბრიგადაში სამხედროების შვილებს საახალწლო ღონისძიებაზე უმასპინძლეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.