Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეუთო/ოდირის დოკუმენტი ჩვენთვის სამუშაო დოკუმენტია, ჩვენც მიგვაჩნია, რომ ამ დაფიქსირებული ხარვეზების ირგვლივ მაქსიმალურად მუშაობა არის ის სივრცე, სადაც უნდა გაგრძელდეს ჩვენი თანამშრომლობა ეუთოსთან – ნინო წილოსანი

marshal press 24/12/2024
nino wilosani

ეუთო/ოდირის დოკუმენტი გარდა იმ ზოგადი სიტუაციური აღწერისა და არჩევნების შეფასებისა, ასევე მოიცავს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც შემდგომში შესასრულებლად არის გათვალისწინებული, ეს ჩვენთვის სამუშაო დოკუმენტია, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ეუთოსთან თანამშრომლობას გააგრძელებს.

„ახლა უკვე ეუთოს საპარლამენტო პრეზიდენტი აღიარებს ქართულ ხელისუფლებას და გარკვეული თანამშრომლობის ნაბიჯებს სთავაზობს. თავისდათავად, ჩვენც მიგვაჩნია, რომ იმ რეკომენდაციების გათვალისწინება და მაქსიმალურად მუშაობა ამ დაფიქსირებული ხარვეზების ირგვლივ არის ის სივრცე, სადაც უნდა გაგრძელდეს ჩვენი თანამშრომლობა ეუთოსთან. ეუთო ოდირის დოკუმენტი გარდა იმ ზოგადი სიტუაციური აღწერისა და არჩევნების შეფასებისა, ასევე მოიცავს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც შემდგომში შესასრულებლად არის გათვალისწინებული, ჩვენთვის სამუშაო დოკუმენტია და რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, – აღნიშნავს წილოსანი.

ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნით დადასტურდა, რომ საქართველოში არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა.

Post navigation

Previous: სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგის შემდეგ გამახსენდა მსოფლიოს რამდენიმე ლიდერი, რომელთა ქცევა მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ეჭვს იწვევდა
Next: BBC: ისრაელმა ისმაილ ჰანიეს მკვლელობა ოფიციალურად აღიარა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.