Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მესამე ქვეით ბრიგადაში სამხედროების შვილებს საახალწლო ღონისძიებაზე უმასპინძლეს

marshal press 24/12/2024
brigada

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში, მესამე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

დაღუპული, დაჭრილ-დაშავებული და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების ბავშვებს საახალწლო განწყობა ქართველმა მომღერლებმა, ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა შეუქმნეს. პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა გელაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.

ღონისძიების ფარგლებში სამხედრო ბაზაზე საახალწლო სოფელი მოეწყო, სადაც თოვლის ბაბუამ სამხედროების შვილებს საახალწლო საჩუქრები დაურიგა. ბავშვებმა სხვადასხვა გასართობ აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა და ბაზაზე გამოფენილი სამხედრო აღჭურვილობაც დაათვალიერეს.

Post navigation

Previous: BBC: ისრაელმა ისმაილ ჰანიეს მკვლელობა ოფიციალურად აღიარა
Next: “არის რაღაც ტრაგიკომედიის ჟანრიდან, მგონი რაღაც კლინიკასთან გვაქვს უკვე საქმე” – ირაკლი კირცხალია სალომე ზურაბიშვილის შეთავაზებაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.