Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ერთი ხელმოცარული დიპლომატი ხართ და მეტი არაფერი – ეს ყოველთვის მინდოდა მეთქვა – ირაკლი ზარქუა სალომე სამადაშვილს

მარშალ პრესი 08/06/2022
ირაკლი ზარქუა

ერთი ხელმოცარული დიპლომატი ხართ და მეტი არაფერი – ეს ყოველთვის მინდოდა მეთქვა, – ამ სიტყვებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციონერ კოლეგას სალომე სამადაშვილს მიმართა. ზარქუა სამადაშვილის კრიტიკულმა შეფასებებმა და კითხვებმა გააღიზიანა.

“ქალბატონი სამადაშვილის მოსმენა ხშირად მიწევს ხოლმე. ვერ ვხვდები, რამე დავაშავეთ ამ ქალბატონის წინაშე?! რა ტონალობაში გველაპარაკება და მისი გამოსვლით ყოველთვის შეურაცხყოფას რატომ გვაყენებს? ერთი ხელმოცარული დიპლომატი ხარ – ეს ყოველთვის მინდოდა მეთქვა! ხელმოცარული დიპლომატი ხარ, თანაც ყოფილი, რომელმაც 2008 წელს, სადაც რუსეთის აგრესიამ ჩვენი ტერიტორიების 20% შეიწირა, ჩვენი გმირი ბიჭები შეიწირა, ჩვენს უამრავ დედას შავები ჩააცვა, შენ იმდენი ვერ მოახერხე, სანქცია ვერ დაგიწესებია ერთი სახელმწიფოს მხრიდან. იმდენი გააკეთე, რომ ევროსაბჭოში რეზოლუცია მიაღებინე შენს გუნდს და მხარი დააჭერინე, სადაც ქართველი ბიჭები ომის ესკალაციაში დაადანაშაულე. რა ტონალობაში გველაპარაკები ქალბატონი სალომე… ამოვიდა ყელში თქვენი ქედმაღლური ისინი… კეთილი ინებე და ადეკვატური იყავი, არაფერი სასახელო არ გაგიკეთებიათ თქვენ 2008 წელს, ხელმოცარული დიპლომატი ხართ, მეტი არაფერი და ეს იცოდეთ“, – მიმართა ზარქუამ სალომე სამადაშვილს.

Continue Reading

Previous: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში სკვერის მოწყობა მიმდინარეობს
Next: გვარამია უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდა პირადად პრეზიდენტს, პრეზიდენტის ინსტიტუტს და ახლა მათგან ელოდება შეწყალებას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025