Skip to content
16/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

გვარამია უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდა პირადად პრეზიდენტს, პრეზიდენტის ინსტიტუტს და ახლა მათგან ელოდება შეწყალებას

მარშალ პრესი 08/06/2022

ადამიანი, რომელიც უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდა პირადად პრეზიდენტს, პრეზიდენტის ინსტიტუტს, ახლა მათგან ელოდება შეწყალებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გვარამიას შეწყალებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

„არ შეიძლება გვარამიას შეწყალების მოლოდინებზე ვილაპარაკოთ, წარმოუდგენელია. ადამიანი, რომელიც უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდა პირადად პრეზიდენტს, პრეზიდენტის ინსტიტუტს, ახლა მათგან ელოდება შეწყალებას. ეს ლოგიკური არ მგონია, მაგრამ ჩემი პირადი აზრით, ჯერ ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის ადამიანები, რომლებიც არა 7 მილიონისათვის, არამედ რამდენიმე ათასი ლარის ზიანისთვის სხედან ციხეში. თუ შესაწყალებელია, დაიწყოს იქიდან და შემდეგ გადავიდეთ მილიონების გამფლანგველზე, მიმთვისებელზე, არასწორად განმკარგავზე, თუ მილიონებით დამზიანებელზე“,– აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სახალხო დამცველი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების წინადადებით მიმართავს. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად დაუსაბუთებელია.

Continue Reading

Previous: ერთი ხელმოცარული დიპლომატი ხართ და მეტი არაფერი – ეს ყოველთვის მინდოდა მეთქვა – ირაკლი ზარქუა სალომე სამადაშვილს
Next: სახალხო დამცველმა თავი დააყენოს სასამართლოს ადგილზე და მიმართო პრეზიდენტს, მსგავსი რამ არ მახსენდება – სოზარ სუბარი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025