Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სიყალბეზე აგებული იყო ის, რაც ევროპარლამენტში ვიხილეთ – გიორგი კახიანი

მარშალ პრესი 19/12/2024
giorgi kaxiani

“მთელი ეს მისი გამოსვლა აგებული იყო სიყალბეზე. მისი გამოსვლის ამოსავალი წერტილი იყო, რომ არჩევნები გაყალბდაო და ყველაფერი დანარჩენი რაც ისაუბრა, დაშენებული იყო ამაზე, ამ აღქმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა”, – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას ეხმაურება. საუბარია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც მან ევროპელ პოლიტიკოსებს მიმართა.

გიორგი კახიანი “ღამის კურიერის” ეთერში ამბობს, რომ კონკრეტულად რა იგულისხმა სალომე ზურაბიშვილმა გამოსვლის დროს, მისთვის უცნობია.

“ფაქტია, რომ რაღაცისკენ იყო მოწოდება. რა იგულისხმა პრეზიდენტმა არ ვიცი, მაგრამ ლოგიკურად რომ დავუფიქრდეთ, თუკი რამის გაკეთება შეიძლებოდა, ყველაფერი გაკეთდა. როგორ ხდებოდა, რა მასშტაბით ხდებოდა ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა არჩევნებამდეც და არჩევნების მერეც, ეს ხომ საზოგადოებამ ნახა? ამაზე მეტი რა შეიძლება მოხდეს ვერ წარმომდგენია, გარდა ვიზალიბერალიზაციისა. თუ ესეც იკადრა პრეზიდენტმა, ისევე როგორც ამას პოლიტიკური რადიკალური ჯგუფები აკეთებდნენ, როდესაც მათ მიერ გაგზავნილი წერილებიდან ირკვეოდა ეს ყველაფერი, რომელიც შემდგომ გასაჯაროვდა – ჩანს, რომ პირდაპირ მოუწოდებდნენ ქვეყნის დასანქცირებაზე, საუბრობენ ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვაზე და ა.შ. პრეზიდენტის მოწოდება თუ ამას გულისხმობდა, არ ვიცი, ქვეყნის და მოსახლეობის ღალატი მეტი რა შეიძლება იყოს? ამიტომ, ვერ გეტყვით, რა იგულისხმა პრეზიდენტმა.

მთელი ეს მისი გამოსვლა აგებული იყო სიყალბეზე. მისი გამოსვლის ამოსავალი წერტილი იყო, რომ არჩევნები გაყალბდაო და ყველაფერი დანარჩენი რაც ისაუბრა, დაშენებული იყო ამაზე, ამ აღქმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა. არჩევნები რომ არ გაყალბდა, ამაზე დღეს კიდევ ღირს საუბარი?!

ამოსავალი წერტილი მაინც არის არჩევნები გაყალბდა თუ არ გაყალბდა. თუ არჩევნები არ გაყალბდა, ის რაც ვიხილეთ, ეს ყველაფერი იყო ფარსი. სიყალბეზე აგებული იყო, ის რაც ევროპარლამენტში ვიხილეთ,” – აცხადებს გიორგი კახიანი.

 

Post navigation

Previous: საქართველოში ყველამ იცის, რომ ევროპარლამენტის უმრავლესობა, ევროპული უმრავლესობა ოცნებობდა დაებრუნებინა სააკაშვილის რეჟიმი. ქართველმა ხალხმა სხვა არჩევანი გააკეთა და ისინი ცდილობენ შეცვალონ არჩევნების შედეგები
Next: ესტონეთის პარლამენტში საქართველო-ესტონეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს საქართველოს მმართველი პარტიის სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებების გამო გადაყენებით ემუქრებიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.