Skip to content
01/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოში ყველამ იცის, რომ ევროპარლამენტის უმრავლესობა, ევროპული უმრავლესობა ოცნებობდა დაებრუნებინა სააკაშვილის რეჟიმი. ქართველმა ხალხმა სხვა არჩევანი გააკეთა და ისინი ცდილობენ შეცვალონ არჩევნების შედეგები

მარშალ პრესი 19/12/2024
tieri mariani

ჩემთვის გამოცანაა ეს. მექმნება შთაბეჭდილება, რომ ევროპარლამენტი, რომელსაც სურს იყოს ტაძარი, მოსამართლე, განმკითხავი დემოკრატიის, ნელ-ნელა გახდა ტაძარი ნეოკოლონიალიზმის, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ გადაცემაში „იმედი LIVE“, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ არის დაინტერესებული ევროპარლამენტი, რომ მოუსმინოს საქართველოს ხელისუფლებას, რათა ჰქონდეს მოვლენების სრული სურათი, ყველა მხარის პოზიცია იყოს წარმოდგენილი.

მისი თქმით, საქართველოში ყველამ იცის, რომ ევროპარლამენტის უმრავლესობა, ევროპული უმრავლესობა ოცნებობდა დაებრუნებინა სააკაშვილის რეჟიმი.

„რუმინეთშიც რა მოხდა, იგივე სცენარი არ იყო, რაც საქართველოში? მაგრამ კანდიდატი ჰყავდათ, ნომერ პირველი, პირველ ადგილზე, ევროკავშირს ეს არ აკმაყოფილებდა, ვინაიდან სხვა კანდიდატს უჭერდა მხარს და მოითხოვა თავიდან კენჭისყრა. საქართველოში ყველამ იცის, რომ ევროპარლამენტის უმრავლესობა, ევროპული უმრავლესობა ოცნებობდა იმაზე, რომ დაებრუნებინა სააკაშვილის რეჟიმი და ქართველმა ხალხმა სხვა არჩევანი გააკეთა და ისინი ცდილობენ შეცვალონ არჩევნების შედეგები დემონსტრაციების მეშვეობით, ქუჩაში წნეხის მეშვეობით. ამიტომაც მოიწვიეს თქვენი პრეზიდენტი 12 დღით ადრე, სანამ დაუსრულდებოდა მანდატი. ვიმეორებ, ჩვენ ვიბრძვით რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ ევროპის საქმეებში, მაგრამ იგივე უნდა გავაკეთოთ ევროპის მხრიდან სხვა ქვეყნებში ჩარევის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ტიერი მარიანიმ.

Continue Reading

Previous: გერმანიის მთავრობამ ბუნდესტაგთან თანამშრომლობას რომ გადახედოს, არ იქნება ურიგო, იმიტომ, რომ მას თავისი ხალხის ლეგიტიმაცია არ აქვს
Next: სიყალბეზე აგებული იყო ის, რაც ევროპარლამენტში ვიხილეთ – გიორგი კახიანი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025