Skip to content
10/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ესტონეთის პარლამენტში საქართველო-ესტონეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს საქართველოს მმართველი პარტიის სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებების გამო გადაყენებით ემუქრებიან

მარშალ პრესი 19/12/2024
laura laats

ესტონეთის პარლამენტის საქართველო-ესტონეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ლაური ლაატსს გადაყენებით ემუქრებიან, ვინაიდან ის საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ განცხადებებს აკეთებს. ინფორმაციას ესტონური მედია ავრცელებს.

ლაატსის გადაყენების ინიციატორი საპარლამენტო ფრაქცია Eesti 200-ის წევრი ანდო კივიბერგია.

„საქართველოში სიტუაცია ძალიან მძიმეა. სცემენ როგორც მშვიდობიან მომიტინგეებს, ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. მათ აკავებენ და ძალით გაჩუმებას ცდილობენ. საქართველოს მმართველმა პარტიამ ახლახან შეაჩერა ყველა პროცესი, რომელიც ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება. ამავდროულად ესტონეთსა და საქართველოს მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობს „ცენტრისტული“ პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე ლაური ლაატსი, რომლის გამოსვლებიც რიიგიკოკუს [ესტონეთის პარლამენტის] დიდ დარბაზში, საქართველოსთან დაკავშირებით, ნათლად ემყარება საქართველოში მმართველი პარტიის თეზისებს“, – თქვა კივიბერგმა.

„ამრიგად, ასეთი გზავნილები მე ეჭვს არ მიტოვებს იმის თაობაზე, რომ ჩვენთვის მტრული სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება ლაატსის განცხადებები. რიიგიკოკუს წევრები, რომლებიც დემოკრატიას და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს უჭერენ მხარს, ესტონეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ახალი ხელმძღვანელის არჩევნების ჩატარებას გვთავაზობენ, რათა ესტონური პარლამენტის მხარდაჭერას პირველ რიგში ქართველი ხალხი და არა მმართველი პარტია გრძნობდეს“, – დასძინა მან.

მისი თქმით, დეპუტატები განიხილავენ ამ საკითხს და მეგობრობის ჯგუფის ახალ ხელმძღვანელს დანიშნავენ.

Continue Reading

Previous: სიყალბეზე აგებული იყო ის, რაც ევროპარლამენტში ვიხილეთ – გიორგი კახიანი
Next: სანამ ეუთოს დასკვნა გვექნება, როგორც ჩანს, ოპოზიციის მთელი რესურსი მიმართულია იმისკენ, რომ გაკეთდეს არაერთი ნეგატიური განცხადება, რომ მათ შორის, ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზეც მოახდინონ გარკვეული ტიპის ზეწოლა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025