Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის ლმობიერი პასუხი განპირობებულია “ესტონელ და ლიეტუველ ხალხთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნების” სურვილით

მარშალ პრესი 16/12/2024
davit kartvelishvili

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, საქართველოს ხელისუფლების ოცამდე წარმომადგენლისთვის, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის სანქციების დაწესების თაობაზე, საქართველოს მთავრობის პასუხს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „საქართველოს მთავრობის ლმობიერი და თითქოსდა ასიმეტრიული პასუხი განპირობებულია “ესტონელ და ლიეტუველ ხალხთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნების” სურვილით“.

„საქართველოს მთავრობამ “ცალმხრივი მეგობრობის” რეჟიმი უკრაინის შემდეგ, კიდევ ორ სახელმწიფოს: ლიეტუვას და ესტონეთს გაუხსნა. გაუხსნა საქართველოს წინააღმდეგ შემოღებული სანქციების საპასუხოდ, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების კონკრეტულ პირებს ეხებიან. საქართველოს მთავრობის ლმობიერი და თითქოსდა ასიმეტრიული პასუხი განპირობებულია “ესტონელ და ლიეტუველ ხალხთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნების” სურვილით. აქ არავინაა მეგობრობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ აღნიშნული ანტიქართული დემარში ამ ქვეყნების მარიონეტმა და “გლობალური ომის პარტიის” მძევლობაში მყოფმა ხელისუფლებებმა განახორციელეს. მაგრამ ღია მტრობისა და მავნებლობის წინააღმდეგ – აღარც გავილაშქროთ?

ესტონელი და ლიეტუველი ხალხების სენსიტიური “პრო-ქართული” გრძნობების ხელშეუხებლობის შენარჩუნებით? “ხალხის ძალა” არაერთხელ ურჩევდა ხელისუფლებას ქვეყანაში შემოსასვლელად ღია პროვოკატორებს, არეულობის წამქეზებლებს, ცეცხლზე ნავთის დამსხმელებს – “შლაგბაუმი” აღუმართონ. რა საერთო აქვთ პავილიონისს, ლანდსბერგისს, კუბილიუსს თუ იუკნავიჩიენეს, ან “ხალხებს შორის მეგობრობასა” ან ამ ქვეყნებთან “ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმთან”. ეს რეჟიმი კი ყველაზე გაუგებარია ჩემთვის უკრაინასთან. და მას მხოლოდ ამ ქვეყნის და მისი მრავალტანჯული ხალხის აპოკალიფტურ მდგომარეობაში ყოფნით ვხსნი. მათ შორის ყველა მათგანისთვის გაუგებარი და უარყოფილი ქრისტიანული, მართლმადიდებლური ლმობიერების თვალსაზრისით…“-წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: ქართული მხარე მოთმინებითა და კეთილგანწყობით დაელოდება ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების პოლიტიკურ დამოუკიდებლობას სხვა ძალების გავლენებისაგან
Next: თუ ვიტყვით, რომ სანქციები უნდა დავაწესოთ არჩევნების გამო, მაშინ ჯერ უნდა გავიგო, რომ იყო გაყალბება და იმიტომ არ ხდება ეს, რომ არ მოგვწონს არჩევნების შედეგები, საჭიროა დისკუსია, შეთანხმება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025