Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქართული მხარე მოთმინებითა და კეთილგანწყობით დაელოდება ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების პოლიტიკურ დამოუკიდებლობას სხვა ძალების გავლენებისაგან

მარშალ პრესი 16/12/2024
tamta megrelishvili

“ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, ლიეტუვისა და ესტონეთის ნაბიჯზე, სანქციები დაუწესონ ქართველ თანამდებობის პირებს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს მთავრობის პასუხს, სოციალურ ქსელში აფასებს.

მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა, ორი ქვეყნის არამეგობრულ განწყობას მოთმინებით პასუხობს და შემხვედრ უარყოფით გადაწყვეტილებებს არ იღებს და იმედს იტოვებს, რომ მალე სახელმწიფოების ურთიერთობა უკეთესობისკენ შეიცვლება.

“საქართველოს მთავრობა ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების არამეგობრულ განწყობას მეგობრული მოთმინებით პასუხობს და მიუხედავად იმისა, რომ ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობებმა საქართველოს ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენლისათვის სანქციები დააწესეს, ქართული მხარე შემხვედრ უარყოფით გადაწყვეტილებას არ იღებს.

კერძოდ, საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების აღნიშნულ ანტიქართულ გადაწყვეტილებას შემხვედრი ზომები დაუპირისპიროს, მაგრამ ის პატივს სცემს ტრადიციულ მეგობრობას ქართველ, ესტონელ და ლიეტუველ ხალხებს შორის და საჭირო ზომებს არ მიიღებს.

ქართული მხარე მოთმინებითა და კეთილგანწყობით დაელოდება ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების პოლიტიკურ დამოუკიდებლობას სხვა ძალების გავლენებისაგან, მათ შორის ასეთი გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიც და იმედს იტოვებს, რომ მალე ამ სახელმწიფოებსა და ჩვენ შორის ყველაფერი უკეთესობისაკენ შეიცვლება.” – წერს თამთა მეგრელიშვილი.

Continue Reading

Previous: საქართველოს ხელისუფლების მართებული პასუხი ვილნიუსსა და ტალინს უსინდისო სანქციებისთვის – არანაირი შემხვედრი ზომები, ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში
Next: საქართველოს მთავრობის ლმობიერი პასუხი განპირობებულია “ესტონელ და ლიეტუველ ხალხთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნების” სურვილით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025