Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ ვიტყვით, რომ სანქციები უნდა დავაწესოთ არჩევნების გამო, მაშინ ჯერ უნდა გავიგო, რომ იყო გაყალბება და იმიტომ არ ხდება ეს, რომ არ მოგვწონს არჩევნების შედეგები, საჭიროა დისკუსია, შეთანხმება

მარშალ პრესი 16/12/2024
xavie batel

თუ ვიტყვით, რომ სანქციები უნდა დავაწესოთ არჩევნებზე, მაშინ ჯერ უნდა გავიგო, რომ იყო გაყალბება და ეს არ ხდება იმიტომ, რომ არ მოგვწონს არჩევნების შედეგები, – ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბატელიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა დისკუსია და შეთანხმების პოვნა 27 წევრ ქვეყანას შორის.

„ცოტა ვშიშობ, რომ ჩვენ თუ ვიტყვით, სანქციები უნდა დავაწესოთ არჩევნების გამო, მაშინ ჯერ უნდა გავიგო და მოვისმინო, რომ იყო გაყალბება, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოში არჩევნებს ასობით დამკვირვებელი აკვირდებოდა. ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიხილო, იყო თუ არა გაყალბებები და ეს არ ხდება იმიტომ, რომ არ მოგვწონს არჩევნების შედეგები და ამიტომ ახლა უნდა დავსაჯოთ, მაგრამ საქართველოს მთავრობის ქცევა მიუღებელია.

მომიტინგეების დასჯა, ასეთი ძალადობის გამოყენება მათ წინააღმდეგ მიუღებელია. ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი პირები უნდა დავსაჯოთ, მაგრამ პარტიის დასჯა იმის გამო, რომ მათ კარგი შედეგი აჩვენეს არჩევნებზე, როდესაც ჩვენ გვერჩივნა, კარგი შედეგი არ ეჩვენებინათ – ეს არაა ის, როგორც მე ვფიქრობ. ამიტომ საჭიროა დისკუსია და შეთანხმების პოვნა 27 წევრ ქვეყანას შორის, რაც ყოველთვის იოლი არ არის. არსებობს ორი რამ. ერთი არის არჩევნები – სამართლიანი არჩევნები. ფაქტი ისაა, რომ არჩევნები თუ იყო სამართლიანი, მაშინ ეს ის არაა, რომ ჩვენ არ მოგვწონს არჩევნების შედეგები და ეს ამას დავაბრალოთ, არამედ ამ მომენტში მთავრობის ქცევაა პოლიტიკური პასუხისმგებლობა, თუ როგორ ექცევიან დემონსტრანტებს, ისინი ნამდვილად მიდიან არასწორი მიმართულებით. სწორედ ეს უნდა დავგმოთ და არსებობენ პასუხისმგებელი ადმიანები, თუმცა ამას ვერ დააბრალებ არჩევნების შედეგებს“, – განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

Continue Reading

Previous: საქართველოს მთავრობის ლმობიერი პასუხი განპირობებულია “ესტონელ და ლიეტუველ ხალხთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნების” სურვილით
Next: ირაკლი ღარიბაშვილის ვაჟი “მთავარი არხი”-ის გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025