Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იმის გამო, რომ სააკაშვილს ღონისძიება ჩაეტარებინა, ადამიანები დახოცეს, წარმოგიდგენიათ? დღეს კი ეს ადამიანები გველაპარაკებიან მშვიდობაზე, ევროპულ მომავალზე, ევროპელობაზე

მარშალ პრესი 15/12/2024
kakha kaladze

თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა გუშინ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ კრიტიკას. მისი თქმით, კრიტიკა ზუსტად იმ ადამიანებისგან ისმის, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მოქალაქეებს აუბედურებდნენ.

„ზოგადად, ვინც რაიმეს აპროტესტებს ქვეყანაში, უნდა დავყოთ ორ ნაწილად: ერთია რადიკალების დაჯგუფება და კარგად ვიცით, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, რას წარმოადგენენ – ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები, მათი მდიდარი NGO ორგანიზაციები, ის რადიკალური დაჯგუფებები, რომლებიც დასავლეთიდან ფინანსდებიან; ექსტრემისტული ორგანიზაციები, რომლებიც გარედან ფინანსდებიან. მე ამ ადამიანებზე არ ვსაუბრობ.

მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, მაგალითად, 26 მაისის ღონისძიება რომ ჩაეტარებინათ, გვახსოვს როგორ იმოქმედეს, რა გადაწყვეტილება მიიღეს. ხალხი დახოცეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. დახოცეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, შემდეგ კი, გარდაცვლილი ადამიანები „შემოალაგეს“ ჯიხურების თავზე და ხალხს უმტკიცებდნენ, თითქოს ფატალური შემთხვევა მოხდა და მათ დენმა დაარტყა. იმის გამო, რომ სააკაშვილს იქ ღონისძიება ჩაეტარებინა, ადამიანები დახოცეს, წარმოგიდგენიათ? დღეს კი ეს ადამიანები გველაპარაკებიან მშვიდობაზე, ევროპულ მომავალზე, ევროპელობაზე. საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვთ ამ დაჯგუფებებს, რადიკალებს არც ევროპასთან, არც ადამიანის და არც ქვეყნის სიყვარულთან. ისინი უსამშობლო რადიკალები არიან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Continue Reading

Previous: კახა კალაძე ესტონეთის სანქციებზე: ეს ყველაფერი დასრულდება და იმედი გვაქვს, დაბრუნდება ისეთი სამართლიანი ევროპა, საითკენაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მიისწრაფვის
Next: ევროკავშირის პოსტსაბჭოთა მთავრობების მხრიდან ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებაზე თავდასხმის ფონზე, კითხვა, რომელსაც ამომრჩეველთა 54%-მა გასცა პასუხი, ახლა უკვე ყველა მოქალაქისთვის ისმის, გვინდა ვმართოთ, თუ გვინდა გვმართონ?

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025