Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კახა კალაძე ესტონეთის სანქციებზე: ეს ყველაფერი დასრულდება და იმედი გვაქვს, დაბრუნდება ისეთი სამართლიანი ევროპა, საითკენაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მიისწრაფვის

მარშალ პრესი 15/12/2024
kakha kaladze

„ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო თვეებია, ბოლო წლებია, ბოლო დღეებია“, – ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ესტონეთის მიერ კიდევ 14 თანამდებობის პირის სანქცირების საკითხი და აღნიშნა, რომ ყველაფერი დასრულდება აშშ-ის ახალი პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის საქმიანობის დაწყების შემდეგ.

„კარგად ვხედავთ, თუ რა ბინძური ძალა ებრძვის საქართველოს, თუმცა ყველაფერი დასრულდება 20 იანვრის შემდეგ, როდესაც ახალი ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას ამერიკის შეერთებულ შტატებში, პრეზიდენტი, რადიკალურად განსხვავებული მოცემულობა იქნება მსოფლიოშიც, ევროპაშიც და რა თქმა უნდა, საქართველოსთან მიმართებაში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ევროპული სახელმწიფოების მხრიდან ქართველი მაღალი თანამდებობის პირების სანქცირება დროებითი პროცესია.

„საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ეს არის დროებითი პროცესი, ყველაფერი შეიცვლება, ყველაფერი დალაგდება. იქნება განსხვავებული მსოფლიო, განსხვავებული ევროპა, ისეთი ევროპა, როგორიც წარმოგვიდგენია ჩვენ, ქართველებს და ქართველების უმრავლესობა მიისწრაფვის.

ისეთი ევროპა დაბრუნდება და გვინდა დაბრუნდეს, რადგან დღეს რაც ხდება, მას ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ აქვს. დღეს არის უსამართლობის და ყოველგვარი სიბინძურის კადრების სრული პიკი, თეთრზე პირდაპირ გვიმტკიცებენ, რომ შავია და აქვთ მცდელობა თვალებში ნაცრის შეყრის. ეს ყველაფერი დასრულდება და იმედი გვაქვს, დაბრუნდება ისეთი სამართლიანი ევროპა, საითკენაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მიისწრაფვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Continue Reading

Previous: გამარჯვება ნაძვის ხეზე – ნანა კაკაბაძე
Next: იმის გამო, რომ სააკაშვილს ღონისძიება ჩაეტარებინა, ადამიანები დახოცეს, წარმოგიდგენიათ? დღეს კი ეს ადამიანები გველაპარაკებიან მშვიდობაზე, ევროპულ მომავალზე, ევროპელობაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025