Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროკავშირის პოსტსაბჭოთა მთავრობების მხრიდან ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებაზე თავდასხმის ფონზე, კითხვა, რომელსაც ამომრჩეველთა 54%-მა გასცა პასუხი, ახლა უკვე ყველა მოქალაქისთვის ისმის, გვინდა ვმართოთ, თუ გვინდა გვმართონ?

მარშალ პრესი 15/12/2024
shalva papuashvili

ევროკავშირის პოსტსაბჭოთა მთავრობების მხრიდან ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებაზე თავდასხმის ფონზე, კითხვა, რომელსაც ამომრჩეველთა 54%-მა გასცა პასუხი, ახლა უკვე ყველა მოქალაქისთვის ისმის – გვინდა ვმართოთ, თუ გვინდა გვმართონ?, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აზიარებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, მცხეთაში სიტყვით გამოსვლის ამსახველ ვიდეოს, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებსა და 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს შორის ტოლობის ნიშანს სვამს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ესტონეთის და ლიეტუვის მთავრობების მხრიდან ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებაზე თავდასხმის ფონზე, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის აქტუალურია კითხვა თუ რა სურთ მათ – უნდათ რომ თავად მართონ, თუ სხვა მართავდეს.

„ევროკავშირის პოსტსაბჭოთა მთავრობების მხრიდან ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებაზე თავდასხმის ფონზე, კითხვა, რომელსაც ამომრჩევლების 54%-მა 26 ოქტომბერს გასცა პასუხი, ახლა უკვე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ისმის: გვინდა ვმართოთ, თუ გვინდა რომ გვმართონ?”, – წერს პაპუაშვილი.

Continue Reading

Previous: იმის გამო, რომ სააკაშვილს ღონისძიება ჩაეტარებინა, ადამიანები დახოცეს, წარმოგიდგენიათ? დღეს კი ეს ადამიანები გველაპარაკებიან მშვიდობაზე, ევროპულ მომავალზე, ევროპელობაზე
Next: სალომე ზურაბიშვილს მოუწევს დამორჩილება იმ რეგულაციის, რომელიც მისი ორბელიანების სასახლიდან გამოსვლას და იქ მიხეილ ყაველაშვილის შესვლას გულისხმობს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025