Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვხედავთ ძალებს, რომლებსაც არ სურთ საქართველოში მშვიდობა და პოლიტიკის კანონის ფარგლებსა და კონსტიტუციურ ჩარჩოებში კეთება – ვინც დღეს ქვეყნის არდამშვიდებას და არეულობას ხელს უწყობს, მტრობს ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს

მარშალ პრესი 13/12/2024
shalva papuashvili

უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ უკვე მშვიდობიანად მიმდინარე, ერთგვარად შეთხელებულ აქციებს, რომელიც გათავისუფლდა პოლიტიკური აქტორების მიერ მობილიზებული აგრესიული ჯგუფებისაგან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, დემონსტრაციების მიმდინარეობის ამგვარი ცვლილება მისასალმებელია, თუმცა, ამავე დროს ვხედავთ ძალებს, რომლებსაც არ სურთ საქართველოში მშვიდობა და პოლიტიკის კონსტიტუციურ ჩარჩოებში კეთება. მისი განცხადებით, ამგვარი ძალები მტრობენ საქართველოს და ქართველ ხალხს.

„დემონსტრაციის ამგვარი ფერისცვალება მართლაც მისასალმებელია და ქვეყანაში მიმდინარე პროცესის პოლიტიკურ კალაპოტში დაბრუნებას ასახავს.
ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ იმ ძალებსაც, რომლებსაც არ სურთ საქართველოში მშვიდობა, სიწყნარე, სოლიდარობა და პოლიტიკის კანონის ფარგლებსა და კონსტიტუციურ ჩარჩოებში კეთება. მოურიდებლად მინდა განვაცხადო, ვინც დღეს ქვეყნის არდამშვიდებას და არეულობას ხელს უწყობს, მტრობს ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს!“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: რაც აქამდე ხდებოდა, იმის კალკირება იყო, რაც ხდებოდა უკრაინაში ევრომაიდანის დროს. გასაგები იყო ტექნოლოგიებიც და გასაგები იყო თანმიმდევრულობაც. წინასწარ ვიცოდით
Next: ვცდილობთ ავხსნათ, რომ არავითარი ჩელიაბინსკი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ საქართველო, მისი დედაქალაქი თბილისი და მთავარი გამზირი – რუსთაველი, აქ ისევ ისე თენდება და ღამდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.