Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რაც აქამდე ხდებოდა, იმის კალკირება იყო, რაც ხდებოდა უკრაინაში ევრომაიდანის დროს. გასაგები იყო ტექნოლოგიებიც და გასაგები იყო თანმიმდევრულობაც. წინასწარ ვიცოდით

მარშალ პრესი 13/12/2024
nukri

რაც აქამდე ხდებოდა, იმის კალკირება იყო, რაც ხდებოდა უკრაინაში ევრომაიდანის დროს. გასაგები იყო ტექნოლოგიებიც და გასაგები იყო თანმიმდევრულობაც. წინასწარ ვიცოდით, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა „იმედი LIVE“-ში.

ისტორიკოსმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

„რაც აქამდე ხდებოდა, იმის კალკირება იყო, რაც ხდებოდა უკრაინაში ევრომაიდანის დროს. გასაგები იყო ტექნოლოგიებიც და გასაგები იყო თანმიმდევრულობაც. წინასწარ ვიცოდით, რა როგორ მოხდებოდა, პრეზიდენტი რა როლს ითამაშებდა. განსხვავებები რა თქმა უნდა იყო და ქართული სპეციფიკა. მთავარი აქ ერთი ფაქტორია რატომაც არ იმუშავა საქართველოში და რატომ იმუშავა უკრაინაში. პირველ რიგში ის, რომ უკრაინის მაგალითი არსებობს, ამან დიდი როლი შეასრულა ზოგადად ქართულ საზოგადოებაში. საზოგადოებამ დაინახა, რომ ევრომაიდანმა არ მოუტანა ის შედეგები უკრაინას, რა შედეგებსაც მოელოდა.

მეორე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ის, რომ იმის მიუხედავად, რომ არის კომუნიკაციის და ახსნა-განმარტების თვალსაზრისით გარკვეული ხარვეზი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, იმის შესახებ, რომ 2030 წლამდე ევროკავშირი არ ფართოვდება, თუ რას ნიშნავს მოლაპარაკებების შეწყვეტა და ა.შ. – ეს უნდა ყოფილიყო წინასწარ ახსნილი და შემზადებული უნდა ყოფილიყო საზოგადოება. ამის მიუხედავად გასაგები იყო საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, რომ ახლა ეს არის უბრალო მანიპულაციური პროცესი, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ქართულ სახელმწიფოზე ჰქონოდათ ზეწოლის ბერკეტები“, – აღნიშნა შოშიაშვილმა.

Post navigation

Previous: საქართველო მიდის ევროპისკენ – ზურაბ აბაშიძე (ვიდეო)
Next: ვხედავთ ძალებს, რომლებსაც არ სურთ საქართველოში მშვიდობა და პოლიტიკის კანონის ფარგლებსა და კონსტიტუციურ ჩარჩოებში კეთება – ვინც დღეს ქვეყნის არდამშვიდებას და არეულობას ხელს უწყობს, მტრობს ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.