Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვცდილობთ ავხსნათ, რომ არავითარი ჩელიაბინსკი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ საქართველო, მისი დედაქალაქი თბილისი და მთავარი გამზირი – რუსთაველი, აქ ისევ ისე თენდება და ღამდება

მარშალ პრესი 13/12/2024
SHALVA PAPUASHVILI

აქციების დაწყებიდან საკმარისი დრო გავიდა. მოვისმინეთ პროტესტი, უკმაყოფილება, პრეტენზიები და საყვედურები. მთელი ამ ხნის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად ვცდილობთ ვუპასუხოთ ყველაფერს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება ცდილობს ახსნას, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი პროტესტი დაცულია, პოლიციელებზე თავდასხმა და ძალადობა კი აუცილებლად აღიკვეთება. ასევე, ცდილობენ იმის ახსნასაც, რომ არავითარი ჩელიაბინსკი არ არსებობს და ქვეყანა აგრძელებს არჩეული გზით სვლას ევროინტეგრაციის გზაზე.

„ვცდილობთ ავხსნათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანი პროტესტი და დემონსტრაცია დაცულია, ხოლო პოლიციელებზე თავდასხმა და მასობრივი ძალადობა აუცილებლად აღიკვეთება. ვცდილობთ ავხსნათ, რომ არავითარი ჩელიაბინსკი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ საქართველო, მისი დედაქალაქი თბილისი და მთავარი გამზირი – რუსთაველი. აქ ისევ ისე თენდება და ღამდება. ქვეყანა, ყველაფრის მიუხედავად, აგრძელებს არჩეული გზით სვლასა და ცხოვრებას, როგორც მანამდე, განვლილი 12 წლის განმავლობაში. ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად, თანმიმდევრულად, ჩვენ მივყვებით დასახულ მიზნებსა და ამოცანებს. მივიწევთ წინ ევროინტეგრაციის გზაზე, რომლის აუცილებელი და ფუნდამენტური ნაწილია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სწორედ ისეთი, როგორიც ჩატარდა 26 ოქტომბერს. ამ არჩევნებში ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა ხმათა სრული უმრავლესობით, მიიღო მილიონ ასოცი ათასი ხმა, მთლიანი შედეგის 54%.“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ვხედავთ ძალებს, რომლებსაც არ სურთ საქართველოში მშვიდობა და პოლიტიკის კანონის ფარგლებსა და კონსტიტუციურ ჩარჩოებში კეთება – ვინც დღეს ქვეყნის არდამშვიდებას და არეულობას ხელს უწყობს, მტრობს ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს
Next: თვალთმაქცობაშიც არ ჯდება – სააკაშვილი, მერაბიშვილი, ახალაია და სხვა ნაცჯალათები თურმე “დემოკრატები” არიან და ერის დამცველი “ქართული ოცნება” უნდა დასანქცირდეს. არეულია ფასეულობები და განსაზღვრებები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.