Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეკლესია იყო რუსეთის ყველაზე ძლიერი საყრდენი ამ ქვეყანაში. სად იყვნენ ჯერ ტიტუშკა-პროპაგანდისტები, რომ ტყუილები და რაღაცა შეთქმულების თეორიები ეკლესიის ამბიონიდან ისმოდა

მარშალ პრესი 10/12/2024
eka kvesitadze

ეკლესია იყო რუსეთის ყველაზე ძლიერი საყრდენი ამ ქვეყანაში. იყო მისი რბილი ძალა ყოველთვის. ამბიონებიდან რა ქადაგებასაც ისმენდა ხალხი, ეს იყო რუსული რბილი ძალის ქმედება, ძალიან ეფექტური თავის დროზე, მრევლის თავბრუდამხვევი, შეცდომაში შემყვანი. სად იყვნენ ჯერ ტიტუშკა-პროპაგანდისტები, რომ ტყუილები და რაღაცა შეთქმულების თეორიები ეკლესიის ამბიონიდან ისმოდა, – ამის შესახებ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ განაცხადა.

როგორც კვესიტაძემ აღნიშნა, ვერაფერს გააკეთებენ სამღვდელოების წინააღმდეგ, რომელიც დღეს ხმას ვერ იღებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, გარდა იმისა, რომ მათი სრული იგნორი მოხდეს და თვითონ მრევლი დასჯის მათ.

„გამონაკლისები არიან და ის გამონაკლისები ხმას იღებენ და ლაპარაკობენ როგორც ცალკეული ინდივიდები და ახლა ჩვენ ჯაღმაიძისგან მოვითხოვოთ სწორი პოზიციის დაკავებას, კაცისგან, რომელიც პირდაპირ რუსეთს ემსახურება და მთელი საპატრიარქოს ბიუროკრატიული ნაწილი ან რუსეთს ემსახურებიან ან იმით არიან დაკავებული უფრო მეტი მიწა, უფრო მეტი მანქანა, უფრო მეტი ფული, უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდეთ. ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ ამ სამღვდელოების წინააღმდეგ, რომელიც დღეს ხმას ვერ იღებს, გარდა იმისა, რომ მათი სრული იგნორი მოხდეს და თვითონ მრევლი დასჯის მათ“, – განაცხადა ეკა კვესიტაძემ.

Continue Reading

Previous: მომავალ კვირას ევროპელი ლიდერები საქართველოზე იმსჯელებენ. ვიტოვებ იმედს, რომ ეს მსჯელობა ობიექტურ რეალობას დაემყარება და გადაწყვეტილებების მიღებისას ევროკავშირი არასწორი აღქმებით არ იხელმძღვანელებს
Next: დაშინებაზე, აგრესიაზე საუბრობენ ის ადამიანები, ვინც ახალ წელს ნაძვის ხის ნაცვლად ირჩევენ კუბოს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025