Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მომავალ კვირას ევროპელი ლიდერები საქართველოზე იმსჯელებენ. ვიტოვებ იმედს, რომ ეს მსჯელობა ობიექტურ რეალობას დაემყარება და გადაწყვეტილებების მიღებისას ევროკავშირი არასწორი აღქმებით არ იხელმძღვანელებს

მარშალ პრესი 10/12/2024
maka bochorishvili

ვიტოვებ იმედს, რომ ეს მსჯელობა ობიექტურ რეალობას დაემყარება და გადაწყვეტილებების მიღებისას ევროკავშირი არასწორი აღქმებით არ იხელმძღვანელებს, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საგანგაშოა ის დიდი ზეწოლა, რომელსაც გარკვეული აქტორები ახორციელებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებზე, მათ დამოუკიდებელ საქმიანობაზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით.

მისი შეფასებით, ყოველივე ეს ძირს უთხრის საერთაშორისო ინსტიტუტების რეპუტაციას და ასევე სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიის განვითარებას.

„მომავალ კვირას ევროპელი ლიდერები საქართველოზე იმსჯელებენ. ვიტოვებ იმედს, რომ ეს მსჯელობა ობიექტურ რეალობას დაემყარება და გადაწყვეტილებების მიღებისას ევროკავშირი არასწორი აღქმებით არ იხელმძღვანელებს. მტკიცე მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი უნგრეთს, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას”, – განაცხადა მინისტრმა.

Continue Reading

Previous: კარგი იქნება 2025 წლის ბიუჯეტში გავითვალისწინოთ მთიან რეგიონებში ზვავის ადრეული პრევენციის სისტემების პროექტის დაწყება
Next: ეკლესია იყო რუსეთის ყველაზე ძლიერი საყრდენი ამ ქვეყანაში. სად იყვნენ ჯერ ტიტუშკა-პროპაგანდისტები, რომ ტყუილები და რაღაცა შეთქმულების თეორიები ეკლესიის ამბიონიდან ისმოდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025