Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დაშინებაზე, აგრესიაზე საუბრობენ ის ადამიანები, ვინც ახალ წელს ნაძვის ხის ნაცვლად ირჩევენ კუბოს

მარშალ პრესი 11/12/2024
rati ionatamishvili

ის ადამიანები, ვინც ახალ წელს ნაძვის ხის ნაცვლად ირჩევენ კუბოს, რაღაც დაშინებაზე, აგრესიაზე საუბრობენ, როდესაც თვითონ არიან სიძულვილის ტირაჟირების უკან, თვითონ არიან ზიზღის ამ აგრესიული კამპანიის ავტორები და სათავეები, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, გადაცემაში “იმედი LIVE” განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას სურს, ბოლომდე დააზარალოს ქვეყანა, ვინაიდან, ისინი ქართულ საზოგადოებას ვერ პატიობენ იმას, რომ უკვე მე-9 არჩევნებია, სასტიკად მარცხდებიან და არ მიეცათ ქართველ ხალხზე შურისძიების შესაძლებლობა.

“ვფიქრობ, საზოგადოება აქაც ხედავს, რომ მათ უნდათ, ბოლომდე დააზარალონ ჩვენი ქვეყანა, ვინაიდან, სინამდვილეში, ჩვენს საზოგადოებას ვერ პატიობენ იმას, რომ უკვე მე-9 არჩევნებზე სასტიკად დამარცხდნენ და ამან მათ არ მისცა იმის შესაძლებლობა, რომ შური ეძიათ ქართველ ხალხზე. მათ ხომ ხელისუფლებაში მოსვლა ამისთვის უნდათ, რომ ქართველ ხალხზე იძიონ შური, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას ვერასდროს ეღირსებიან და ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ამას არ დავუშვებთ.” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

Continue Reading

Previous: ეკლესია იყო რუსეთის ყველაზე ძლიერი საყრდენი ამ ქვეყანაში. სად იყვნენ ჯერ ტიტუშკა-პროპაგანდისტები, რომ ტყუილები და რაღაცა შეთქმულების თეორიები ეკლესიის ამბიონიდან ისმოდა
Next: იძულებული აღმოჩნდა შეხვედროდა მინისტრს და აღმოჩნდა ბულინგის მსხვერპლი – აქედანაც გაილანძღა და იქიდანაც – გურამ მაჭარაშვილი პაველ ჰერჩინსკიზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025