Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომავალი თავმჯდომარე: კაცი კაცია და ქალი ქალია!

მარშალ პრესი 10/12/2024
braian masti

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომავალი თავმჯდომარის ბრაიან მასტის განცხადებით, კაცი კაცია და ქალი ქალია. სტატიას ამ შინაარსით ამერიკული გამოცემა The Floridian-ი აქვეყნებს.

გამოცემის მტკიცებით, ამერიკელ კანონმდებლებს ასეთ საკითხებზე კომენტარების გაკეთება მას შემდეგ მოუწიათ, რაც კონგრესში პირველი ტრანსგენდერი “დემოკრატი” დელავერიდან სარა მაკბრაიდი აირჩიეს. არჩევნების შემდეგ “რესპუბლიკელმა” ნენსი მეისმა კონგრესში დაარეგისტრირა რეზოლუცია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ტრანსგენდერ ადამიანებს მხოლოდ იმ საპირფარეშოში შესვლას აძლევს უფლებას, რა სქესიც მათ დაბადებიდან ჰქონდათ.

„ამ მასკარადის მიუხედავად, კაცი კაცია, ხოლო ქალი ქალია. საჭიროა მხოლოდ საღი გონება, რათა ჩვენ სწორი საპირფარეშოთი ვისარგებლოთ“, – განუცხადა მასტმა The Floridian-ს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ანალოგიური აზრი აქვთ წარმომადგენელთა პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს, კონგრესმენ უესლი ჰანტს. „არსებობს ორი სქესი. ორი სქესი იყო დასაბამიდან და ორი სქესი დარჩება დასასრულამდე“, – დაწერა ჰანტმა.

„მე სამი შვილის მამა ვარ, მათ შორის ორი ქალიშვილის – ვიქტორიასი და ოლივიასი, რომლებიც ექვსის და ოთხი წლის არიან. ჩემი შვილები კაპიტოლიუმს სტუმრობენ. უკანასკნელი რამ, რასაც მოვითმენ, არის ის, რომ მამაკაცი ქალის ტუალეტში შედის, განსაკუთრებით ჩემი ქალიშვილების თვალწინ“, – დასძინა ჰანტმა.

Post navigation

Previous: “ნაციონალური მოძრაობა” არის სექტა, ერთი რიტუალური ხელწერით და ლოზუნგით-“ვინც ჩვენთან არ არის მტერია”! ამ ძალის ცოდვა დიდია: წამება ციხეებში, ქუჩაში ჩახოცილი ახალგაზრდობა და სხვა
Next: შესანიშნავად იციან, რომ ჩვენი ტრადიციული საზოგადოებისთვის მსგავსი რამ მიუღებელია, მაგრამ მაინც აკეთებენ იმიტომ, რომ სჯერათ, სხვებსაც მათ ჭკუაზე გადაიყვანენ – ეს რომ დაჩქარდეს, აქ იხარჯება მილიონები გაუმჭვირვალედ!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.