Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ნაციონალური მოძრაობა” არის სექტა, ერთი რიტუალური ხელწერით და ლოზუნგით-“ვინც ჩვენთან არ არის მტერია”! ამ ძალის ცოდვა დიდია: წამება ციხეებში, ქუჩაში ჩახოცილი ახალგაზრდობა და სხვა

მარშალ პრესი 10/12/2024
tamta megrelishvili

“ნაციონალური მოძრაობა” არის სექტა, ერთი რიტუალური ხელწერით და ლოზუნგით-“ვინც ჩვენთან არ არის მტერია”! ამ ძალის ცოდვა დიდია: წამება ციხეებში, ქუჩაში ჩახოცილი ახალგაზრდობა და სხვა. მათგან თითქმის აღარაფერი გაგვაკვირვებდა, რომ არა გუშინდელი პერფორმანსი- მათ რუსთაველზე მიიტანეს და დაწვეს კუბო, რომელზეც იესო ქრისტეს გამოსახულება იყო, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

მისივე თქმით, ეს არის პოლიტიკური ძალა რომელიც პოლიტიკაში მოქმედებს სექტის პრინციპით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ფასეული აღარაფერი დარჩა და მათი მხარდაჭერა მძიმე დიაგნოზია.

„”ნაციონალური მოძრაობა” არის სექტა, ერთი რიტუალური ხელწერით და ლოზუნგით-“ვინც ჩვენთან არ არის მტერია”!

ამ ძალის ცოდვა დიდია: წამება ციხეებში, ქუჩაში ჩახოცილი ახალგაზრდობა და სხვა.
მათგან თითქმის აღარაფერი გაგვაკვირვებდა, რომ არა გუშინდელი პერფორმანსი- მათ რუსთაველზე მიიტანეს და დაწვეს კუბო, რომელზეც იესო ქრისტეს გამოსახულება იყო.

ანუ ამ ძალისთვის ფასეული აღარაფერი დარჩა და მეტიც, ამ ქმედებით მართლმადიდებელი ერი აბუჩად აგვიგდეს, დაგვცინეს და საკუთარ სექტანტობას კიდევ ერთხელ მკვეთრად გაუსვეს ხაზი.

ეს არის პოლიტიკური ძალა რომელიც პოლიტიკაში მოქმედებს სექტის პრინციპით და მათი მხარდაჭერა მძიმე დიაგნოზია,“- წერს თამთა მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: თამარ ჩიბურდანიძე უცხო ქვეყნის ელჩებზე: ჟურნალისტების დაყოფა პოლიტიკური ნიშნით, არის ანტი-დიპლომატია. ელჩები რევოლუციის ბარიკადებთან დგანან
Next: აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომავალი თავმჯდომარე: კაცი კაცია და ქალი ქალია!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.