Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შესანიშნავად იციან, რომ ჩვენი ტრადიციული საზოგადოებისთვის მსგავსი რამ მიუღებელია, მაგრამ მაინც აკეთებენ იმიტომ, რომ სჯერათ, სხვებსაც მათ ჭკუაზე გადაიყვანენ – ეს რომ დაჩქარდეს, აქ იხარჯება მილიონები გაუმჭვირვალედ!

მარშალ პრესი 10/12/2024
zaal anjaparidze

ვინ არიან სექტანტური რიტუალის ავტორები და შემსრულებლები? ისინი ვინც თვლის, რომ “ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი.” სწორედ ევროპიდან და ამერიკიდან ჩამოიტანეს საქართველოში ეს ყველაფერი, ასწავლეს ადგილობრივებს, მათ კი სხვებს და ა.შ. – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ამგვარი სცენები რომ მიუღებელია ქართული საზოგადოების უმრავლესობისთვის, ეს შესანიშნავად იციან კუბოს დაწვის ინიციატორებმა, თუმცა მაინც აკეთებენ, რადგან სჯერათ, რომ სხვებსაც გადაიყვანენ მათ ჭკუაზე. სწორედ ამ მიზნით, ანჯაფარიძის თქმით, საქართველოში გაუმჭვირვალედ იხარჯება მილიონები.

“ჩვენი სოცქსელები და მედია მხოლოდ ერთი დღით დაიპყრეს ამ ამაზრზენმა სცენებმა. მე ცოტა სხვა კუთხით შევხედავდი ამას და დავსვამდი კითხვას: ვინ არიან სექტანტური რიტუალის ავტორები და შემსრულებლები? ისინი ვინც თვლის, რომ “ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი.” სწორედ ევროპიდან და ამერიკიდან ჩამოიტანეს საქართველოში ეს ყველაფერი, ასწავლეს ადგილობრივებს, მათ კი სხვებს და ა.შ.

მათ შესანიშნავად იციან, რომ ჩვენი ტრადიციული საზოგადოებისთვის მსგავსი რამეები მიუღებელია, მაგრამ მაინც აკეთებენ. რატომ? იმიტომ რომ სჯერათ, რომ რაღაც ეტაპზე სხვებსაც მათ ჭკუაზე გადაიყვანენ. იმისათვის რომ ეს დაჩქარდეს, აქ იხარჯება მილიონები (გაუმჭვირვალედ!)” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომავალი თავმჯდომარე: კაცი კაცია და ქალი ქალია!
Next: გახარიას გუნდის მხრიდან ორმაგ სტანდარტთან ერთად სახეზე გვაქვს წამქეზებლური პოლიტიკა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.