Skip to content
02/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თამარ ჩიბურდანიძე უცხო ქვეყნის ელჩებზე: ჟურნალისტების დაყოფა პოლიტიკური ნიშნით, არის ანტი-დიპლომატია. ელჩები რევოლუციის ბარიკადებთან დგანან

მარშალ პრესი 10/12/2024
tamar chiburdanidze

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე უცხო ქვეყნის ელჩების ორმაგ სტანდარტს ეხმიანება. ექსპერტის თქმით, ტვ პირველის გადამღები ჯგუფის მოსანახულებლად კლინიკაში მისული ელჩების საქციელი დასაფასებელია, თუმცა სხვა კლინიკაში, სხვა ტელევიზიების გადამღები ჯგუფების მონახულება სამართლიანი და დიპლომატიური იქნებოდა. თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ უკვე შეუნიღბავი თვალითაც კარგად ჩანს თუ ვინ არიან საქართველოში მიმდინარე პროცესების აქტორები ამიტომ, დიპლომატებიც დაუფარავად მოქმედებენ.

ექსპერტის განმარტებით, უცხო ქვეყნის ელჩების მიზანი მხოლოდ ოპოზიციის მხარდაჭერაა და ამას აღარც მალავენ.

“საქართველოში მოქმედმა უცხო ქვეყნის ელჩებმა ინგოროყვას კლინიკაში ტვ პირველის ჟურნალისტი და ოპერატორი მოინახულეს. ეს დასაფასებელია, მაგრამ იგივე ელჩებს სხვა კლინიკებში მყოფი სხვა ტელევიზიის ჟურნალისტ-ოპერატორიც რომ მოენახულებინათ, აი, ეს იქნებოდა სამართლიანი და დემოკრატიული, მითუმეტეს, დიპლომატიური. რატომ ახდენენ ელჩები დაყოფას და პოლარიზაციას ქართულ საზოგადოებაში? თუკი ოპოზიციური ტელევიზიის თანამშრომლებმა დაიმსახურეს დაფასება, რა დააშავეს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა? ან რატომ არ აკეთებენ განცხადებებს “იმედის” ჟურნალისტების ბულინგზე?

შეუნიღბავი თვალითაც აშკარად ჩანს დღეს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების ჩუმი აქტორები.

მათი მიზანია მხოლოდ ოპოზიციის მხარდაჭერა და ხელშეწყობა, იქნებ როგორმე თავი მოაბან მაიდანს რუსთაველზე მაგრამ, შედეგი აგვიანებს. დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკაში ისე გაშიშვლდა ყველა და ყველაფერი, რომ დიპლომატებიც კი ვეღარ ახერხებენ ფარულად პოლიტიკის გატარებას და ღია სცენაზე გამოვიდნენ. ჟურნალისტების დაყოფა პოლიტიკური ნიშნით არის ანტი-დიპლომატია. ელჩები რევოლუციის ბარიკადებთან დგანან,“- წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: აქტიური ბულინგი მიმდინარეობდა მცხეთელების მიმართ – რატომ არ გადიან აქციაზეო და როგორც მცხეთელებმა შეძლეს, რომ ამას არ დაექვემდებარნენ, მინდა ეს სხვებმაც შეძლონ
Next: “ნაციონალური მოძრაობა” არის სექტა, ერთი რიტუალური ხელწერით და ლოზუნგით-“ვინც ჩვენთან არ არის მტერია”! ამ ძალის ცოდვა დიდია: წამება ციხეებში, ქუჩაში ჩახოცილი ახალგაზრდობა და სხვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.