Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აქტიური ბულინგი მიმდინარეობდა მცხეთელების მიმართ – რატომ არ გადიან აქციაზეო და როგორც მცხეთელებმა შეძლეს, რომ ამას არ დაექვემდებარნენ, მინდა ეს სხვებმაც შეძლონ

მარშალ პრესი 10/12/2024
dimitri khundadze

„ამ დღეების განმავლობაში აქტიური ბულინგი მიმდინარეობდა მცხეთელების მიმართ – სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მცხეთელები არ გამოდიოდნენ აქციაზე, ანუ, მათ არ აინტერესებდათ სამშობლოს ბედი და ა.შ. სხვათა შორის, ამ ბულინგის არც ერთი ავტორი თავად მცხეთელი არ იყო“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ მცხეთელები, რომლებიც ყოველ დილას ეკლესიის სამრეკლოს ზარების რეკვაზე იღვიძებენ და სვეტიცხოვლის, დედათა მონასტრისა და ჯვრის მონასტრის ჩრდილქვეშ ცხოვრობენ, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ეწინააღმდეგებოდნენ და რწმენაზე თავდასხმასა და სამშობლოს ომში გახვევას მხარს უჭერდნენ. სწორედ ამიტომაც, ისინი ბულინგს არ დაექვემდებარნენ და აქციებს არ შეუერთდნენ.

„მე წარმოვადგენ მცხეთას – იქ დავიბადე და გავიზარდე და მინდა მცხეთელებს მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ სულ რამდენიმე კაცმა გაისეირნა სასტვენებით ხელში მცხეთაში და მათში არცერთი ადგილობრივი არ იყო. იმიტომ, რომ წარმოუდგენელია მცხეთელები, რომლებიც ყოველ დილას ეკლესიის სამრეკლოს ზარების რეკვაზე იღვიძებენ და სვეტიცხოვლის, დედათა მონასტრისა და ჯვრის მონასტრის ჩრდილქვეშ ცხოვრობენ, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ეწინააღმდეგებოდნენ და რწმენაზე თავდასხმასა და სამშობლოს ომში გახვევას მხარს უჭერდნენ. მცხეთა იყო ის ადგილი, სადაც ხშირად საქართველოს ბედი წყდებოდა, სადაც მეფეთა საძვალეა განთავსებული. შესაბამისად, აქ მაღალი პასუხისმგებლობაც არსებობს. მინდა, როგორც მცხეთელებმა შეძლეს, რომ ბულინგს არ დაექვემდებარნენ, ასევე, ეს ბევრმა შეძლოს“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: მატყუარა, მშიშარა, ნაცისტების მომხრე – ამ სიტყვებს უწოდებს დონალდ ტრამპს დევიდ ლამი, რომელმაც საქართველოს მთავრობას პროგრამული მხარდაჭერა შეუჩერა
Next: თამარ ჩიბურდანიძე უცხო ქვეყნის ელჩებზე: ჟურნალისტების დაყოფა პოლიტიკური ნიშნით, არის ანტი-დიპლომატია. ელჩები რევოლუციის ბარიკადებთან დგანან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.