Skip to content
02/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მატყუარა, მშიშარა, ნაცისტების მომხრე – ამ სიტყვებს უწოდებს დონალდ ტრამპს დევიდ ლამი, რომელმაც საქართველოს მთავრობას პროგრამული მხარდაჭერა შეუჩერა

მარშალ პრესი 10/12/2024
მატყუარა, მშიშარა, ნაცისტების მომხრე – ამ სიტყვებს უწოდებს დონალდ ტრამპს დევიდ ლამი, რომელმაც საქართველოს მთავრობას პროგრამული მხარდაჭერა შეუჩერა

ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების მინისტრი დევიდ ლამი, რომლის განცხადების მიხედვითაც, გაერთიანებული სამეფო აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და ამცირებს ჩართულობას „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლებთან, დონალდ ტრამპს აქტიურად აკრიტიკებს.

დევიდ ლამი სოციალურ პლატფორმა x-ზე ტრამპის პოლიტიკის საწინააღმდეგო და მისი მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოირჩევა.

„მატყუარა და მშიშარა. ადამიანი, რომელსაც სურს კიდევ ერთხელ ნახოს დაყოფილი ევროპა“, „თუ ტრამპი დიდ ბრიტანეთში ჩამოვა, მე ამას ქუჩაში გავაპროტესტებ. ის არის რასისტი, კუ კლუქს კლანისა და ნაცისტების მომხრე“, არასწორი, არაკეთილსინდისიერი, ქსენოფობიური, ნარცისი დონალდ ტრამპი არ არის ბრიტანეთის მეგობარი.

ის არ არის ღირსი დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ იყოს ჩვენი ქვეყნის უმაღლესი ღირსებისა და დედოფალთან ბანკეტზე დასწრების ღირსი“ , „ჰიტლერმა იგივე თქვა გერმანიაზე 1940 წლის თებერვალში გამოსვლაში“,- წერდა დავიდ ლამი დონალდ ტრამპის სლოგანზე „კვლავ გავხადოთ ამერიკა დიადი“.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების მინისტრის დევიდ ლამის განცხადებას საქართველოში ბრიტანეთის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

Post navigation

Previous: სირია ძველი ფორმით ვეღარ იარსებებს და იწყება ომი ყველა-ყველას წინააღმდეგ, ჩვენი ლიბერდეგენერატები ზეიმობენ, ამ დროს, ეს მოვლენები ჩვენთვის გაფრთხილება უნდა ყოფილიყო, ჩვენს თვალწინ უზარმაზარი ტრაგედია თამაშდება, იშლება ქვეყანა და ნაწილდება სხვადასხვა გეოპოლიტიკურ აქტორებს შორის
Next: აქტიური ბულინგი მიმდინარეობდა მცხეთელების მიმართ – რატომ არ გადიან აქციაზეო და როგორც მცხეთელებმა შეძლეს, რომ ამას არ დაექვემდებარნენ, მინდა ეს სხვებმაც შეძლონ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.