Skip to content
21/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო განაგრძობს აქტივობებს იმისთვის, რომ მოწინავე ტურისტული მიმართულება იყოს საუდის არაბეთში

მარშალ პრესი 06/06/2022
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა საუდის არაბეთში წამყვანი ტურისტული სააგენტოებისა და უმსხვილესი ავიაკომპანიების „Flynas”, „Flydeal”-სა და „Saudia Airlaine”-ს ხელმძღვანელებისთვის პრეზენტაცია გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება, რომლის მიზანიც საქართველოში მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვა იყო, ქალაქ ჯედაში გაიმართა და მას საქართველოს ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში ვახტანგ ჯაოშვილი და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული ესწრებოდნენ.

„საუდის არაბეთი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანაა. გვქონდა ძალიან წარმატებული ღონისძიება, რაც ემსახურებოდა ცნობადობის გაზრდას და ზაფხულის ტურისტულ სეზონზე მეტი მოგზაურის მოზიდვას საუდის არაბეთიდან. ძალიან მოხარულები ვართ, რომ საუდის არაბეთში ყველაზე ძლიერი ტურისტული კომპანიების და საუდის არაბეთის სამივე ეროვნული ავიაკომპანიის წარმომადგენლები ჩვენს ღონისძიებას ესწრებოდნენ. აღინიშნა, რომ საქართველო ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული მიმართულებაა წელს საუდის არაბეთში, რადგან საქართველო არის უსაფრთხო მიმართულება, 4 სეზონი აქვს, მიმზიდველი ტურისტული პროდუქტები . მიმდინარე ზაფხულის ტურისტული სეზონი იქნება გამორჩეულად მაღალი მოთხოვნის სეზონი და ჩვენ ვიხილავთ ძალიან ბევრ მხარჯველუნარიან ტურისტს საუდის არაბეთიდან საქართველოში“.- განაცხადა მარიამ ქვირიშვილმა.

კერძო სექტორთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო მიმზიდველი და უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტულად, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საუდის არაბეთიდან მხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას.

„პრეზენტაციის შემდეგ საქართველოსთან დაკავშირებით ბევრი რამ შევიტყვე. ამ ქვეყნის შესახებ მანამდეც მქონდა ზოგადი წარმოდგენა, თუმცა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, მე ვაპირებ საქართველოში ჩასვლას. საქართველო ძალიან უსაფრთხო და ლამაზი ქვეყანა და ოთხ სეზონიანი ტურისტული მიმართულებაა“,-განაცხადა ავიაკომპანია “Saudia Airlines”-ის სპეციალური პროექტების გაყიდვების მენეჯერმა ხალიდ ალ-ამარმა.

„ჩვენს კლიენტებს საქართველოში მოგზაურობის სრულ პაკეტს ვუმზადებთ: სასტუმროს, ავიაბილეთებს, გამგზავრებას თბილისში, ბათუმში და საქართველოს სხვა მიმართულებით. ჩვენ ვთავაზობთ ტურისტულ პაკეტებს როგორც საოჯახო, ასევე ტურისტულ ჯგუფებს. საუდის არაბეთში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ტურისტული მიმართულებაადა სურთ, რომ ამ ქვეყანას ეწვიონ“, – აღნიშნა მსხვილი ტურისტული სააგენტო „Amar Travel”- ის რეგიონულმა მენეჯერმა ხალედ სამირმა.

საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გამართეს და საუდის არაბეთის კომპანიებს საქართველოს ტურისტული პროდუქტები, ასევე ტურიზმის აღდგენის დინამიკა გააცნეს.

Continue Reading

Previous: პარლამენტი ზაალ უდუმაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 9 ივნისს განიხილავს
Next: პარლამენტი დაზვერვის სამსახურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025