„ხუთშაბათს ჩვენ განვიხილავთ ზაალ უდუმაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ზაალ უდუმაშვილმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარლამენტის დატოვების შესახებ მაისის ბოლოს განაცხადა. როგორც უდუმაშვილმა თქვა, მედიაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან, მისი შეფასებით, დღეს „დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება“.
