Skip to content
20/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პარლამენტი დაზვერვის სამსახურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს

მარშალ პრესი 06/06/2022
დაზვერვის სამსახური

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი და მისი თანმდევი კანონპროექტები, პირველი მოსმენით, ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილა.

მომხსენებლის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის გიორგი ლილუაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტი, რომელშიც ექვსი კანონპროექტია გაერთიანებული, მიზნად ისახავს სადაზვერვო სისტემის დახვეწას და მის შემდგომ განვითარებას, ასევე დაზვერვის სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის სხვა საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

„ცვლილებები მიმართულია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მოწესრიგების, სამსახურის ანგარიშვალდებულების გაზრდის, სამსახურის საკადრო სისტემის მდგრადობის, პირადი შემადგენლობის პროფესიული განვითარების უზრუნველყოფის და სხვა თანმდევი საკითხების მოწესრიგებისკენ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა ის, რომ იზრდება პრემიერ-მინისტრის, როგორც დაზვერვის სისტემის ფუნქციონირებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის ჩართულობა დაზვერვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში. ამ მიზნით სადაზვერვო სისტემის სუბიექტებს, ახალ საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების დაწყების უფლება მიეცემათ მხოლოდ პრემიერ-მინისტრის წინასწარი თანხმობით“, – განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, ცვლილება სრულ შესაბამისობაშია სადაზვერვო საქმიანობის შესახებ კანონთან. აღნიშნულით უფრო გაიზრდება პრემიერ-მინისტრის ჩართულობა საქართველოს დაზვერვის სამსახურის მიერ ინიცირებულ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. შეთავაზებული ცვლილებები ხელს შეუწყობს სამსახურის ანგარიშვალდებულების და პასუხისმგებლობის გაზრდას პრემიერ-მინისტრის წინაშე.

მომხსენებელმა დეპუტატებს ასევე გააცნო საკანონმდებლო პაკეტში შემავალი კანონპროექტებიც, რომელთა მიხედვით ცვლილებები შედის სადაზვერვო საქმიანობის, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის, სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ კანონებში.

კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

Post navigation

Previous: მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო განაგრძობს აქტივობებს იმისთვის, რომ მოწინავე ტურისტული მიმართულება იყოს საუდის არაბეთში
Next: გილოცავთ! ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებმა ერთობლივი განცხადების პროექტი შეიმუშავეს, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.