Skip to content
15/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ზოგი დავით აღმაშენებელს აგინებს, ზოგი მის შთამომავლობას, ზოგი ერეკლე მეფეს – ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა მიდის, რასაც საქართველო არასდროს შეეგუბა

მარშალ პრესი 06/06/2022
მამუკა მდინარაძე

„ზოგი დავით აღმაშენებელს აგინებს, ზოგი მის შთამომავლობას, ზოგი ერეკლე მეფეს და ა.შ. ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა მიდის და ვინც ამას ახმოვანებს, ვიღაც ერთი და ორი სახელი და გვარი კი არ არის, ეს არის სწორედ „ომის პარტია“ და მისი თანამოაზრეების საერთო აზრი“, – აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

მამუკა მდინარაძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მცდელობას, ქვეყნის ფასეულობებს შეურაცხყოფა მიაყენოს, მოსახლეობა არ შეეგუება.

„სხვადასხვა სპიკერის მეშვეობით ტესტავენ, რამდენად შეეგუება ქართველი, საქართველოს მოქალაქე, ქართული საზოგადოება და ზოგადად ეს ქვეყანა თავისი წმინდანების, ეროვნული იდენტობის ნაწილს ვინც წარმოადგენს, ჩვენი ისტორიის, კულტურის, თუ ასე შემდეგ სხვა ფასეულობების წინააღმდეგ დატყმებს. საქართველო ამას არასდროს შეეგუბა. თავი დაანებონ ომის პროპაგანდას და მეორე მხრივ, სხვადასხვა სპიკერის მეშვეობით ეროვნულ ინტერესებსა და ეროვნულ ფასეულობებზე თავდასხმებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე: ადამიანს უნდა შეუწყდეს პატიმრობა იმისთვის, რომ მკურნალობის შესაძლებლობა მიეცეს
Next: პარლამენტი ზაალ უდუმაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 9 ივნისს განიხილავს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025