Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, დავით კეზერაშვილი უნდა გამოცხადდეს ქვეყნის მოღალატედ, მან პასუხი უნდა აგოს ქართული ჯარისა და სახელმწიფოს ღალატისთვის

მარშალ პრესი 05/12/2024
tamta megrelishvili

„სტრასბურგის სასამართლომ არ დაადგინა დავით კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკურ დევნა და მიიჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი კეზერაშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ, სამართლიანია და მის მიმართ არ დარღვეულა უდანაშაულობის პრეზუმფცია,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი და აფასებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ”.

მეგრელიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა დავით კეზერაშვილის მხრიდან, მისი თავდაცვის მინისტრობის დროს ქართული ჯარისთვის განკუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვა. „სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ” დაადასტურა კეზერაშვილის მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენა და აღიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენის კანონიერება. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ დავით კეზერაშვილმა მისი თავდაცვის მინისტრობის დროს, 2008 წლის ომამდე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაფლანგა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი დიდი ოდენობით თანხა, კერძოდ 5 მილიონ 60 ათასი ევრო, დღევანდელი კურსით დაახლოებით თხუთმეტი მილიონი ლარი.

ეს მოხდა შემდეგი სქემით – 2008 წლის ომამდე კანონმდებლობის დარღვევით მან დადო ხელშეკრულება ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიასთან ქართული ჯარის საბრძოლო წვრთნის თაობაზე, რაც არ ჩატარებულა, მაგრამ ბიუჯეტიდან მაინც გადაირიცხა 5 მილიონ 60 ათასი ევრო.

შესაბამისად, დავით კეზერაშვილმა საკუთარი უფლებამოსილების გამოყენებით ქართულ სახელმწიფოსა და ჯარს უღალატა მოჰპარა რა დიდი ოდენობით თანხა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სტრასბურგის სასამართლომ არ დაადგინა დავით კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკურ დევნა და მიიჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი კეზერაშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ, სამართლიანია და მის მიმართ არ დარღვეულა უდანაშაულობის პრეზუმფცია. სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, დავით კეზერაშვილი უნდა გამოცხადდეს ქვეყნის მოღალატედ, მან პასუხი უნდა აგოს ქართული ჯარისა და სახელმწიფოს ღალატისთვის,” – წერს თამთა მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: ამ პროცესების დამკვეთები არიან ჩვენი ქვეყნის გარეთ და არიან ის ძალები, რომლებსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას
Next: მთავარი დამნაშავეები არიან არა ისინი, რომლებიც უშუალოდ ესვრიან პიროტექნიკას და მოლოტოვის კოქტეილებს პოლიციას, სხვა მოქალაქეებს და პარლამენტის შენობას, არამედ ისინი, ვინც ამ ყველაფერს აორგანიზებდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.