Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამ პროცესების დამკვეთები არიან ჩვენი ქვეყნის გარეთ და არიან ის ძალები, რომლებსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას

მარშალ პრესი 05/12/2024
sozar subari2

პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებს ეხმიანება. მისი თქმით, პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც ოპოზიცია და ვერც ის ენჯეო სექტორი, ვინც ამ აქციებზე უკანონო და ძალადობრივ ქმედებებს აორგანიზებდა. სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ რადიკალური პროცესების დამკვეთები უცხო ქვეყნის წარმომადგენლები არიან, რომლებიც საქართველოში წლების განმავლობაში აფინანსებდნენ სხვადასხვა ტრენინგებს, სადაც ახალგაზრდებს ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას ასწავლიდნენ. სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ USAID-ისა და NED-ის მიერ დაფინანსებული პროექტების მძიმე შედეგებზე ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის თანამდებობის პირებიც საუბრობენ და ამ შედეგების მაგალითად მათ საქართველო და უკრაინა მოჰყავთ.

„ვერც რადიკალური პოლიტიკური ოპოზიცია და ვერც რადიკალური ენჯეოები ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას, ვერც პოლიტიკურს და ვერც სამართლებრივს, სადაც ამის საკმარისი საფუძვლები იქნება. ხშირ შემთხვევაში, შეიძლება ვერ გავიდეთ ორგანიზატორებზე, ეს სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ გვაქვს გამოძიების ძალიან მაღალი სტანდარტი და ეს ბუნებრივია. არეულობის მთავარი დამკვეთები არიან ჩვენი ქვეყნის გარეთ და ესენი არიან ის ძალები, რომლებსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. ესენი არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში აფინანსებენ და წამლავენ ჩვენი ახალგაზრდების გონებას, უტარებდნენ ტრენინგებს – როგორ დაამხონ ხელისუფლება.

გვახსოვს კანვასის ტრენინგები, სადაც ახალგაზრდებს ასწავლიდნენ, როგორ აიღონ პარლამენტის შენობა ბულდოზერების გამოყენებით. გვახსოვს ფრანკლინის კლუბის ტრენინგები, რომლებიც წლების განმავლობაში ტარდებოდა და სადაც სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს იარაღის გამოყენებას, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მეთოდებსა და სამართალდამცავი ორგანოების დელეგიტიმიზაციის გზებს ასწავლიდნენ. სამწუხაროდ, ეს ტრეინინგები ფინანსდებოდა აწ უკვე ყოფილი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, NED, USAID და სხვა ამერიკული თუ ევროპული სახელმწიფო ფონდებით.

როდესაც ჩვენ 2-3 წლის წინ ვამბობდით, რომ ამ ფონდების მსგავსი ქმედებები მიუღებელია და ეწინააღმდეგება ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, ლამის დემოკრატიული სამყაროს მტრებად გამოგვაცხადეს, მაგრამ დღეს გამოდიან ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირები და ამბობენ, რომ ის, რასაც აკეთებენ USAID-ი და NED-ი, არის უბრალოდ დანაშაული და ამ დანაშაულის მაგალითად მოჰყავთ საქართველო და უკრაინა, სადაც საკმაოდ მძიმე შედეგები გამოიწვია შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის მიერ დაფინანსებულმა პროექტებმა. დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ეს პოლიტიკა შეიცვლება მთელს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც,“- აღნიშნა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: თუ ვინმეს ჰგონია, რომ კეზერაშვილმა ასობით მილიონი მხოლოდ სტრასბურგის მიერ დადასტურებული 5 მილიონი ევროს მოპარვით იშოვა, ის ჭეშმარიტად ნეტარია და მისი ადგილი ტვ ფორმულაშია
Next: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, დავით კეზერაშვილი უნდა გამოცხადდეს ქვეყნის მოღალატედ, მან პასუხი უნდა აგოს ქართული ჯარისა და სახელმწიფოს ღალატისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.