Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მთავარი დამნაშავეები არიან არა ისინი, რომლებიც უშუალოდ ესვრიან პიროტექნიკას და მოლოტოვის კოქტეილებს პოლიციას, სხვა მოქალაქეებს და პარლამენტის შენობას, არამედ ისინი, ვინც ამ ყველაფერს აორგანიზებდნენ

მარშალ პრესი 05/12/2024
sozar

„ამ დღეების განმავლობაში ვიხილეთ ათობით და ასობით დოკუმენტირებული დანაშაული, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი დამნაშავეები არიან არა ისინი, რომლებიც უშუალოდ ესვრიან პიროტექნიკას და მოლოტოვის კოქტეილებს პოლიციას, სხვა მოქალაქეებს და პარლამენტის შენობას, არამედ ისინი, ვინც ამ ყველაფერს აორგანიზებდნენ.

„პირდაპირ ეთერში პიროტექნიკისა და „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენებით თავს ესხმოდნენ სახელმწიფო დაწესებულებებს, პოლიციელებს და ზოგ შემთხვევაში – მშვიდობიან მოქალაქეებსაც. დღეს თავს იმართლებენ, თითქოს პიროტექნიკის ფლობა არ არის დანაშაული – დანაშაული არაა ჯოხის ქონაც, თუ მას, პირობითად, სიარულისთვის იყენებ, მაგრამ თუ ამით ადამიანს თავს ესხმი, ეს დანაშაულია და ის დანაშაულის იარაღად იქცევა.

ვნახეთ ათობით პოლიციელი, რომლებმაც უმძიმესი დაზიანებები მიიღეს პიროტექნიკის პირდაპირი, დამიზნებით სროლის შედეგად. ეს უმძიმესი დანაშაულია და აუცილებელია, ყველა დამნაშავე გამოვლინდეს და დაისაჯოს – წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო. თუმცა, უშუალოდ პიროტექნიკისა თუ „მოლოტოვის კოქტეილების“ მსროლელების ზურგს უკან დგანან ადამიანები, რომებმაც ეს ყველაფერი შეიძინეს, დაასაწყობეს, ახალგაზრდებს მისცეს, წააქეზეს ისინი და მოახდინეს დანაშაულის ორგანიზება და პროვოცირება.

შესაბამისად, ეს ადამიანები არიან მთავარი დამნაშავეები. შეიკრა დანაშაულისა და დამნაშავეთა დიდი ჯაჭვი ბევრი რგოლით და აუცილებელია, რომ ყველა რგოლი იქნას გამოვლენილი. დიახ, ამ შემთხვევაში პიროტექნიკა არის იარაღი, რომლის ქონაც ისეთივე დანაშაულია, როგორც ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის უკანონო ტარება“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, დავით კეზერაშვილი უნდა გამოცხადდეს ქვეყნის მოღალატედ, მან პასუხი უნდა აგოს ქართული ჯარისა და სახელმწიფოს ღალატისთვის
Next: როგორც კი ფიზიკური ძალადობის წყარო გამოაცალა სახელმწიფომ, მორალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე გადავიდნენ. სულით და ხორცით მოძალადეები არიან, იმიტომ რომ, ჯაშუშის ხასიათი სხვა რამეს არ ითვალისწინებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.