Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეუთო/ოდირმა აღიარა ეს არჩევნები, საკონსტიტუციო სასამართლომ აღიარა არჩევნების ლეგიტიმაცია და არჩევნების არალეგიტიმურობის თაობაზე ნული მტკიცებულებაა

მარშალ პრესი 04/12/2024
irakli kobakhidze

ეუთო/ოდირი არის მთავარი ინსტიტუცია, რომელიც აფასებს არჩევნებს და საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი ოფიციალური დასკვნა არის არჩევნებთან დაკავშირებით, არჩევნების არალეგიტიმურობის თაობაზე ნული მტკიცებულებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ეს მოხდა შვიდი მოსამართლის ხმით. გახსოვთ, სამ მოსამართლეს მანამდე აცხადებდნენ გმირებად, სიმართლის დამცველებად, ამ შემთხვევაში ამ სამიდან ერთ-ერთმა მოსამართლემაც მხარი დაუჭირა არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ დასკვნას და ეს გახდა ლიბერალური ფაშიზმის ე.წ. ბულინგის მორიგი მსხვერპლი. არის ეუთო/ოდირის დასკვნა. შეგახსენებთ, რომ ეუთო/ოდირი არის მთავარი ინსტიტუცია, რომელიც აფასებს არჩევნებს და საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი ოფიციალური დასკვნა არის არჩევნებთან დაკავშირებით და არის ნული მტკიცებულება არჩევნების არალეგიტიმურობის თაობაზე.

ამ ფონზე, ჩვენ ვხედავთ შესაბამისი საერთაშორისო სუბიექტების პასიურობას და ამ ფონზე კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ის სისტემური ძალადობა, რომელიც ხდებოდა ამ ექვსი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე, თბილისის ქუჩებში. ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია.

ეს ყველაფერი მძიმედ აისახება კონკრეტული ინსტიტუტების რეპუტაციაზე ჩვენს ქვეყანაში, ვგულისხმობ ევროკავშირის კონკრეტულ პოლიტიკოსებს, ბიუროკრატებს და სამწუხაროდ, მათ ჩართული ჰყავთ ევროპული ინსტიტუტები ამ ყველაფერში და ვგულისხმობ შესაბამის ინსტიტუტებს აშშ-ში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: უხეში, სისტემური ძალადობა თბილისის ქუჩებში, ჯერჯერობით არ დაუგმიათ საერთაშორისო სუბიექტებს – არდაგმობა კონკრეტული ადამიანების მხრიდან განიხილება, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე, რაც ძალიან სამწუხაროა
Next: მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის, ასევე მდიდარი ენჯეოების ლიდერები, იმალებიან ოფისებში, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მძიმე, უხეში ძალადობის გამო, რომელსაც ვხედავთ რუსთაველის გამზირზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.