Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის, ასევე მდიდარი ენჯეოების ლიდერები, იმალებიან ოფისებში, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მძიმე, უხეში ძალადობის გამო, რომელსაც ვხედავთ რუსთაველის გამზირზე

მარშალ პრესი 04/12/2024
irakli kobakhidze

მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის ლიდერები ისევე, როგორც მდიდარი ენჯეოების ლიდერები, იმალებიან ოფისებში, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მძიმე, უხეში ძალადობის გამო, რომელსაც ვხედავთ რუსთაველის გამზირზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით,  პოლიციელების ძალადობას იწონებდნენ ადამიანები, რომლებიც  მეორე მხარეს დაფიქსირებულ ინციდენტებზე მძიმე რეაქციას გამოხატავდნენ.

„გუშინ ვრცელდებოდა კონკრეტული ვიდეოკადრები, რომელიც ასახავდა ძალადობას ძალიან უხეშ ძალადობას პოლიციელებზე. ადამიანები, რომლებიც მანამდე, მეორე მხარეს დაფიქსირებულ ინციდენტებზე მძიმე რეაქციას გამოხატავდნენ, ამ შემთხვევაში, იწონებდნენ და ხშირად აჟიტირებული კომენტარებით გამოხატავდნენ საკუთარ დამოკიდებულებას ამ უმძიმესი აგრესიის მიმართ. ეს ყველაფერი აცვენებს იმას, რომ სინამდვილეში, ძალადობის მიუღებლობა მათთვის არის მხოლოდ ფარისევლობა და და ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი.

ოპოზიცია ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის ლიდერები ისევე, როგორც მდიდარი ენჯეოების ლიდერები, იმალებიან ოფისებში, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მძიმე, უხეში ძალადობის გამო, რომელსაც ვხედავთ რუსთაველის გამზირზე“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ეუთო/ოდირმა აღიარა ეს არჩევნები, საკონსტიტუციო სასამართლომ აღიარა არჩევნების ლეგიტიმაცია და არჩევნების არალეგიტიმურობის თაობაზე ნული მტკიცებულებაა
Next: არცერთი ობიექტური შემფასებლისთვის არავითარი კითხვები არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობს, გარკვეული ძალები მაინც ახერხებენ სპეკულირებას ამ თემით, რაც დიდხანს ვერ გაგრძელდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.