Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უხეში, სისტემური ძალადობა თბილისის ქუჩებში, ჯერჯერობით არ დაუგმიათ საერთაშორისო სუბიექტებს – არდაგმობა კონკრეტული ადამიანების მხრიდან განიხილება, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე, რაც ძალიან სამწუხაროა

მარშალ პრესი 04/12/2024
irakli kobaxidze

უხეში, სისტემური ძალადობა რასაც ჩვენ ვხედავთ თბილისის ქუჩებში, ჯერჯერობით არ დაუგმიათ შესაბამის სუბიექტებს, ვგულისხმობ პირველ რიგში, საერთაშორისო სუბიექტებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, არდაგმობა კონკრეტული ადამიანების მხრიდან განიხილება, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე.

„მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა ჩემი მწუხარება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს უხეში, სისტემური ძალადობა რასაც ჩვენ ვხედავთ თბილისის ქუჩებში, ჯერჯერობით არ დაუგმიათ შესაბამის სუბიექტებს, ვგულისხმობ პირველ რიგში, საერთაშორისო სუბიექტებს. არავითარი დაგმობა ძალადობის.

ეს რა თქმა უნდა, არ შეშვენის არც ევროკავშირის წარმომადგენელ კონკრეტულ დიპლომატებს, პოლიტიკოსებს, ბიუროკრატებს და არც აშშ-ის წარმომადგენელ შესაბამის დიპლომატებს, პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს. იმედი გვაქვს, რომ ასეთ დაგმობას მომავალში მაინც ვიხილავთ. რა თქმა უნდა, არდაგმობა კონკრეტული ადამიანების მხრიდან განიხილება, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე, რაც არის ძალიან სამწუხარო“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: სკოლების პოლიტიზება არის ყოვლად ამორალური ქმედება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ლიბერალური ფაშიზმის სახეს
Next: ეუთო/ოდირმა აღიარა ეს არჩევნები, საკონსტიტუციო სასამართლომ აღიარა არჩევნების ლეგიტიმაცია და არჩევნების არალეგიტიმურობის თაობაზე ნული მტკიცებულებაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.