Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გილოცავთ, დღეიდან საქართველოში ამოქმედდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი. საქართველო ზნეობრივი მაგალითი უნდა გახდეს ევროპისთვის!

მარშალ პრესი 01/12/2024
tamta megrelishvili

გილოცავთ, 1-ლი დეკემბრიდან ანუ დღეიდან საქართველოში ამოქმედდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი, – წერს სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი.

მისივე თქმით, ეს კანონი არის ზნეობრივი აქტი, რომელიც დაიცავს მომავალ თაობას უზნეობის პროპაგანდისაგან და უზნეობის ზნეობრივად დაკანონების ვალდებულებისაგან და საქართველო ზნეობრივი მაგალითი უნდა გახდეს ევროპისთვის.

“გილოცავთ, 1-ლი დეკემბრიდან ანუ დღეიდან საქართველოში ამოქმედდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი. კანონის თანახმად განსაზღვრულია, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის კავშირის, როგორც ქორწინების, რეგისტრირება ან სამართლებრივი აქტით ქორწინებად აღიარება დაუშვებელია. ეს კანონი არის ზნეობრივი აქტი, რომელიც დაიცავს მომავალ თაობას უზნეობის პროპაგანდისაგან და უზნეობის ზნეობრივად დაკანონების ვალდებულებისაგან.

როგორც სამართალმცოდნეს, მიხარია რომ აქამდე არარსებული შესაძლებლობა უკვე გაჩნდა და გვაქვს სამართლებრივი უფლება უზნეოთა სურვილს მოაწყონ მსვლელობები და აწარმოონ მათი ცხოვრების წესის პროპაგანდა დავუპირისპირდეთ კანონის ენით! საქართველო ზნეობრივი მაგალითი უნდა გახდეს ევროპისთვის!” – წერს თამთა მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს, პოლიციამ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით იმოქმედა, გუშინ ის ხარვეზებიც გამოსწორდა, რომელიც წინა დღეებში დაფიქსირდა
Next: “ეუთოს” საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნები აღიარა, ამას არსად ახსენებს ნაც-პარტიული მედია, იმიტომ რომ, ვითომ გაყალბებული არჩევნების მოტივით აწყობილი კამპანიის ერთადერთი ხელმოსაჭიდი, თავზე ემხობათ და მოსწრებაზე არიან, იქნებ რევოლუცია მოასწრონ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.