Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს, პოლიციამ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით იმოქმედა, გუშინ ის ხარვეზებიც გამოსწორდა, რომელიც წინა დღეებში დაფიქსირდა

მარშალ პრესი 01/12/2024
irakli kobaxidze9

მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს. მიუხედავად უმძიმესი სისტემური ძალადობისა, რომელსაც გუშინ ძალადობრივი დაჯგუფებები მიმართავდნენ, პოლიციამ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით იმოქმედა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ ის ხარვეზებიც გამოსწორდა, რომელიც წინა დღეებში დაფიქსირდა.

„მინდა, გამოვეხმაურო გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს. მიუხედავად უმძიმესი სისტემური ძალადობისა, რომელსაც გუშინ ძალადობრივი დაჯგუფებები მიმართავდნენ, პოლიციამ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით იმოქმედა და წარმატებით დაიცვა სახელმწიფო კონსტიტუციური წყობილების ხელყოფის მორიგი მცდელობისაგან.

გუშინ ის ხარვეზებიც გამოსწორდა, რომელიც წინა დღეებში დაფიქსირდა, რისთვისაც შინაგან საქმეთა მინისტრს და თითოეულ პოლიციელს კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო. მადლობა თითოეულ პოლიციელს მოთმინებისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ნებისმიერ სამართალდარღვევას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ვერც ის პოლიტიკოსები, რომლებიც ოფისებში იმალებიან და მათი ძალადობრივი დაჯგუფებების წევრებს მძიმე სასჯელისთვის წირავენ
Next: გილოცავთ, დღეიდან საქართველოში ამოქმედდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი. საქართველო ზნეობრივი მაგალითი უნდა გახდეს ევროპისთვის!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.