Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ეუთოს” საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნები აღიარა, ამას არსად ახსენებს ნაც-პარტიული მედია, იმიტომ რომ, ვითომ გაყალბებული არჩევნების მოტივით აწყობილი კამპანიის ერთადერთი ხელმოსაჭიდი, თავზე ემხობათ და მოსწრებაზე არიან, იქნებ რევოლუცია მოასწრონ

მარშალ პრესი 01/12/2024
zurab kadagidze

ამასობაში, “ეუთოს” საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა განცხადება გამოაქვეყნა და საპარლამენტო არჩევნები აღიარა. რა ხდება ახლა, არ იმჩნევს “აგენტოკრატია” და მათი პატრონები, აკი აქამდე “ეუთოს” პასუხს ელოდებოდნენ?
არსად ახსენებს ნაც-პარტიული მედია ამ ფაქტს და აბსოლუტურ ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებს საკუთარ აქტივს, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში წერს.

ოპოზიციური მედიის მიერ ამ ფაქტის ყურადღების მიღმა დატოვების მიზეზად, ქადაგიძე, ვითომ გაყალბებული არჩევნების ერთადერთი ხელმოსაჭიდის გაქარწყლებას ასახელებს. მისი თქმით, რადიკალები მოსწრებაზე არიან, იქნებ რევოლუცია გამოუვიდეთ, თუმცა, არაფერი გამოუვათ.

“ამასობაში, “ეუთოს” საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა განცხადება გამოაქვეყნა და საპარლამენტო არჩევნები აღიარა.

რა ხდება ახლა, არ იმჩნევს “აგენტოკრატია” და მათი პატრონები, აკი აქამდე “ეუთოს” პასუხს ელოდებოდნენ?

არსად ახსენებს ნაც-პარტიული მედია ამ ფაქტს და აბსოლუტურ ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებს, საკუთარ აქტივს.
ნეტავ რატომ?

იმიტომ რომ, ერთადერთი ხელმოსაჭიდი, ვითომ გაყალბებული არჩევნების მოტივით აწყობილი კამპანიისა, თავზე ემხობათ და ახლა მოსწრებაზე არიან, იქნებ რევოლუცია მოასწრონ, რომ ყველანაირი სამართლებრივ-პოლიტიკური საკითხი გადაიფაროს.
არ გამოგივათ ეგ ამბავი, სრულად ხელმოცარულები გახდით და ამ ღალატზე , რასაც სახელმწიფოს წინაშე სჩადიხართ, პასუხს უმკაცრესად აგებთ!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: გილოცავთ, დღეიდან საქართველოში ამოქმედდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი. საქართველო ზნეობრივი მაგალითი უნდა გახდეს ევროპისთვის!
Next: ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალებები არათუ რეალობას არ აშუქებენ, არამედ აყალბებენ – ოპოზიციამ დღის წესრიგიდან სრულად გააქრო ეუთო/ოდირის მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც მათ წამგებიან პოზიციაში აყენებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.