Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უკანასკნელ ორ დღეში ვხედავთ “ოპოზიციის” გაშმაგებულ მცდელობას – გადაფარონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, საქართველოში ჩატარებული არჩევნების სრული აღიარებისა და ლეგიტიმურობის თაობაზე

მარშალ პრესი 01/12/2024
david kartvelishvili

ვხედავთ ჩვენ უკანასკნელ ორ დღეში “ოპოზიციის” გაშმაგებულ მცდელობას – გადაფარონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, საქართველოში ჩატარებული არჩევნების სრული აღიარებისა და ლეგიტიმურობის თაობაზე, – წერს “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც მან აღნიშნა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეს უმნიშვნელოვანესი აღიარება ფაქტიურად ხელიდან აცლის მათ ძირითად ნარატივს – “გაყალბებულ არჩევნებზე” ოპოზიციური გოდებისა და წუხილის სახით.

მისივე თქმით, დანარჩენი ორი – “რუსული თემა” და “წართმეული ევროპა” იმდენად ხელოვნური, “ლირიკული” და აცდენილია რეალობას, რომ დესტრუქციის აგების გრძელვადიან პერსპექტივებს ვერ იძლევა. “”ოპოზიციას” და მათ მიერ ქუჩაში გამოყვანილ აქციონერებს “ცენტრიდან” რა თქმა უნდა ეძლევა სხვადასხვა შინაარსის დავალებები – რაც უნდა იცოდეს “იუპიტერმა” არ უნდა იცოდეს “ხარმა”.

ზე-ამოცანა კი ჯდება ლიბერალური ფაშიზმის დროებით კატაკომბურ მდგომარეობაზე გადასვლის საერთაშორისო დოქტრინაში: გაურკვეველი ვადით გარდაუვალ მმართველობით “ჩრდილში” გადანაცვლების წინ – ტრამპის ადმინისტრაციას დაახვედრონ მაქსიმალური ოდენობით ჩადებული ნაღმები ყველა სტრატეგიული მიმართულებით. მათ შორის – საქართველოში. მათ შორის – სამხრეთ კავკასიაში. “ხარების” დონეზე ამ ამოცანების ჩაშლა საჭირო არაა – მით უმეტეს, რომ ვერც მიხვდებიან. მათ დონეზე საკმარისია “ტრიპტიხი” – “რუსეთი, რუსულმა, რუსი”, საკმარისია – “ევროპას გვართმევენ” და რა თქმა, დღის წესრიგში აკვიატებულად რჩება – “არჩევნები გაგვიყალბეს”.

ამ უკანასკნელ ნარატივში რა დიდი იმედები ჰქონდათ დამყარებული ეუთო/ოდირის დასკვნებზე – ყველას მოგეხსენებათ. ამიტომაც ვხედავთ ჩვენ უკანასკნელ ორ დღეში “ოპოზიციის” გაშმაგებულ მცდელობას – გადაფარონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, საქართველოში ჩატარებული არჩევნების სრული აღიარებისა და ლეგიტიმურობის თაობაზე.

ეს უტყუარი ფაქტი “ოპოზიციის” ყველა დონეზე: ლიდერებიდან – მედია საშუალებებამდე, მაქსიმალურად არ შუქდება და არ არის გამორიცხული, სულ ცოტა ხანში ეუთო/ოდირის კომისიაზე მათი მხრიდან თავდასხმისა და ბულინგის საბაბიც გახდეს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეს უმნიშვნელოვანესი აღიარება ფაქტიურად ხელიდან აცლის მათ ძირითად ნარატივს – “გაყალბებულ არჩევნებზე” ოპოზიციური გოდებისა და წუხილის სახით.

დანარჩენი ორი – “რუსული თემა” და “წართმეული ევროპა” იმდენად ხელოვნური, “ლირიკული” და აცდენილია რეალობას, რომ დესტრუქციის აგების გრძელვადიან პერსპექტივებს ვერ იძლევა. ამიტომ ჩვენი მხრიდან შემდგარი არჩევნების აღიარების ფაქტზე აპელირებას მათთვის მოსაბეზრებელი და მოსასმენად აუტანელი ხასიათი უნდა მიეცეს. ყველა დონეზე!!!” – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ადგილი აქვს ოპოზიციის, მათი მედია საშუალებების და პარტნიორების მხრიდან ეუთოს არა მარტო იგნორს, არამედ მასზე თავდასხმას
Next: მინდა შევახსენო ევროკავშირს ელჩს – დადეთ მაგიდაზე მოლაპარაკებების გახსნა და დღესვე მოვაწერ ხელს – საქმე შანტაჟის ნაცვლად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება საკითხისადმი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.