Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ადგილი აქვს ოპოზიციის, მათი მედია საშუალებების და პარტნიორების მხრიდან ეუთოს არა მარტო იგნორს, არამედ მასზე თავდასხმას

მარშალ პრესი 01/12/2024
nino pochkhua

დღესდღეობით ეუთო არის ყველაზე ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაცია და მისი იგნორირება ყოვლად დაუშვებელია. დღეს კი სამწუხაროდ ადგილი აქვს როგორც ოპოზიციის, მათი მედია საშუალებების და პარტნიორების მხრიდან ეუთოს არა მარტო იგნორს, არამედ მასზე თავდასხმას.

არ იმჩნევენ ეუთოს კოორდინატორის პასკალ ალიზარდის 26 ოქტომბრის არჩევნების შეფასებას, არ იმჩნევენ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეფასებას, სადაც აღიარებულია ჩვენი არჩევნები და მისი ლეგიტიმაცია, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, საზოგადოება უნდა მიხვდეს რასთან გვაქვს საქმე, ეს არის სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ სიმართლეს, რომელიც მართველი პარტიის მხარესაა, იმხელა ძალა აქვს, ვერავინ მოერევა. “ვინც არ იცის რას წარმოადგენს ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის (ეუთო) ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 1995 წლიდან, ეს მათთვის, ორგანიზაციაში გაწევრიანებულია 57 ქვეყანა და რომელიც თავის საქმიანობას ეწევა ბევრ ქვეყანაში. მის მიერ დადებული დასკვნის შემდეგ ქვეყნები აფასებენ არჩევნებს, ასე იყო ადრე და ასეა დღესაც.

დღესდღეობით ეუთო არის ყველაზე ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაცია და მისი იგნორირება ყოვლად დაუშვებელია. დღეს კი სამწუხაროდ ადგილი აქვს როგორც ოპოზიციის, მათი მედია საშუალებების და პარტნიორების მხრიდან ეუთოს არა მარტო იგნორს, არამედ მასზე თავდასხმას. არ იმჩნევენ ეუთოს კოორდინატორის პასკალ ალიზარდის 26 ოქტომბრის არჩევნების შეფასებას, არ იმჩნევენ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეფასებას, სადაც აღიარებულია ჩვენი არჩევნები და მისი ლეგიტიმაცია.

სამწუხაროა, რომ ჩვენი პარტნიორები, განსხვავებით წინა არჩევნებისგან, არაფრად აგდებენ ამ მეტად ავტორიტეტული ორგანიზაციის დასკვნას. საზოგადოება უნდა მიხვდეს რასთან გვაქვს საქმე, ეს არის სპეცოპერაცია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაგრამ სიმართლეს, რომელიც მართველი პარტიის მხარესაა, იმხელა ძალა აქვს, ვერავინ მოერევა. სულ მალე მოვა დრო, ყველაფერი გამჟღავნდება და სიმართლე თავის გზას იპოვის”, – წერს ნინო ფოჩხუა.

Post navigation

Previous: რადიკალები საგულდაგულოდ არ ახსენებენ ეუთო/ოდირის დასკვნას, რადგან ნონსენსი ხდება მათი ბოროტი ზღაპრები არჩევნების ე.წ. გაყალბებაზე
Next: უკანასკნელ ორ დღეში ვხედავთ “ოპოზიციის” გაშმაგებულ მცდელობას – გადაფარონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, საქართველოში ჩატარებული არჩევნების სრული აღიარებისა და ლეგიტიმურობის თაობაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.