Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მინდა შევახსენო ევროკავშირს ელჩს – დადეთ მაგიდაზე მოლაპარაკებების გახსნა და დღესვე მოვაწერ ხელს – საქმე შანტაჟის ნაცვლად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება საკითხისადმი

მარშალ პრესი 01/12/2024
irakli kobakhidze

 მინდა შევახსენო ევროკავშირს ელჩს – დადეთ მაგიდაზე მოლაპარაკებების გახსნა და დღესვე მოვაწერ ხელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, სიცრუე ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა.

“სიცრუე ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. პირველივე განცხადებაში და მთელი ამ დღეების განმავლობაში, ჩვენ ხაზგასმით ვაცხადებდით და ვაცხადებთ, რომ არათუ ევროინტეგრაციის პროცესს არ ვაჩერებთ, არამედ კიდევ უფრო ვააქტიურებთ ჩვენს ძალისხმევას 2030 წელს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების უზრუნველსაყოფად.

ამ ფონზე, სამარცხვინო და შემაშფოთებელია, რომ რადიკალური ოპოზიციისა და მისი კუთვნილი ენჯეოების თუ მედიასაშუალებების მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიაში ევროკავშირის ელჩიც ჩაერთო. ბუნებრივია, ამგვარი მოვლენებიც სერიოზულად არყევს ქართული საზოგადოების ნდობას ევროპული ბიუროკრატიისადმი. მინდა შევახსენო ევროკავშირს ელჩს – დადეთ მაგიდაზე მოლაპარაკებების გახსნა და დღესვე მოვაწერ ხელს. საქმე შანტაჟის ნაცვლად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება საკითხისადმი და ასეთივე ღირსეულ დამოკიდებულებას ველით ევროპული სტრუქტურებიდანაც, რაც ქართული საზოგადოების დაკვეთაა“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: უკანასკნელ ორ დღეში ვხედავთ “ოპოზიციის” გაშმაგებულ მცდელობას – გადაფარონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, საქართველოში ჩატარებული არჩევნების სრული აღიარებისა და ლეგიტიმურობის თაობაზე
Next: ყოველგვარი ირონიის გარეშე, საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭრილ ნაციონალებს მინდა მადლობა გადავუხადო გუშინდელი ეთერისთვის, რადგან მათ, ამ ეთერით, ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, თუ როგორია ნაციონალის ნამდვილი სახე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.