Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება“ – ირაკლი ჩიქოვანი

მარშალ პრესი 26/11/2024
Capture

 

„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება“, – განაცხადა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

საკომიტეტო სიტყვაში მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა თავდაცვის უწყების ძირითად მიმართულებებსა და სამოქმედო გეგმებზე. მისი განცხადებით, რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, გაგრძელდება „ტოტალური თავდაცვის“ მიდგომის დანერგვით საქართველოს თავდაცვის ორგანიზება. ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ არსებული ეკონომიკური ზრდის ფონზე, არაერთი ნაბიჯი გადაიდგა თავდაცვის ძალების კიდევ უფრო გასაძლიერებლად. მისი განმარტებით, თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა  მნიშვნელოვანია თავდაცვის ძალებში მეტი პროგრამის განხორციელებისა და შესაძლებლობის გაჩენის კუთხით. აღინიშნა, რომ უწყება 2025 წლიდან, შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, განაგრძობს გრძელვადიანი განვითარების გეგმებზე მუშაობასა და კონცეპტუალური ბაზის განახლების პროცესს. ირაკლი ჩიქოვანმა, ასევე ისაუბრა თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული სიახლეების განხორციელების ანალიზსა და მისი სრულყოფის პროცესზე. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ჩიქოვანს თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.

Post navigation

Previous: მეორე დღეა მათ აქვთ საშუალება, დაწერონ განცხადებები და ამას არ აკეთებენ, ამომრჩეველი არ აინტერესებთ, თორემ, თავმოყვარეობა რომ ჰქონდეთ, პარლამენტში არც ერთი არ უნდა შემოვიდეს
Next: ქართველი სამხედროები სამშობლოს ღირსეული პატრიოტები არიან – ირაკლი ჩიქოვანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.