Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მეორე დღეა მათ აქვთ საშუალება, დაწერონ განცხადებები და ამას არ აკეთებენ, ამომრჩეველი არ აინტერესებთ, თორემ, თავმოყვარეობა რომ ჰქონდეთ, პარლამენტში არც ერთი არ უნდა შემოვიდეს

მარშალ პრესი 26/11/2024
mamuka mdinaradze2

ჩემი აზრით გამორიცხულია, რომ მათ მანდატები დატოვონ. ეს ხალხი ახლა ეძებს გამოსავალს, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ადამიანები არ დაწერენ განცხადებას, მით უმეტეს, ყველა არ დაწერს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციის მიერ მანდატების დატოვებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, უკვე მეორე დღეა, ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა, მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართოს პარლამენტს, თუმცა, ამას არ აკეთებენ. მდინარაძე აღნიშნავს იმასაც, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს არა საკუთარი ამომრჩეველი, არამედ, პატრონები აინტერესებთ და მომავალშიც მათი მითითებებით იმოქმედებენ.

„მეორე დღეა როცა მათ აქვთ საშუალება, დაწერონ განცხადებები, რომელმაც შეიძლება მათი მანდატების დატოვება გამოიწვიოს. მეორე დღეა, ამას არ აკეთებენ, იმიტომ, რომ საერთოდ არ აინტერესებთ, რა უთხრეს მათ ამომრჩეველს, მათ აინტერესებთ, რა უთხრეს თავიანთ პატრონებს. იმათ მითითებებს ელოდებიან, ვისაც ეტყვიან დატოვეთო [მანდატები] – დატოვებენ, ვისაც ეტყვიან დარჩით – დარჩებიან. ამომრჩეველი არ აინტერესებთ, თორემ, მათ რომ თავმოყვარეობა ჰქონდეთ, პარლამენტში არც ერთი არ უნდა შემოვიდეს. მე მაინც მოვუწოდებ, შემოვიდნენ – თავმოყვარეობა მაინც არ აქვთ და ბარემ პარლამენტში შემოვიდნენ.“ – განუცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

Post navigation

Previous: მათ უნდათ აჯანყება, ქაოსი, გადატრიალება, ომი ამ ქვეყანაში, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ვერცერთს ახერხებენ და ახლა ხალხს მოუწოდებენ, თქვენ უნდა აჯანყდეთ, ჩვენ არაო
Next: „საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება“ – ირაკლი ჩიქოვანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.